თენგიზ შარმანაშვილი: ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, საჭიროა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ საქმისწარმოება ქართულ ენაზეა და აფხაზეთში აფხაზურადაც - ქარიშხალია ჭიქაში, ბოროტი განზრახვით დატრიალებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
672 16 დეკემბერი 2024, 12:02
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ქართული ენა საჭიროა, ვინაიდან სამართალწარმოება სწორედ ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ამ კითხვას მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი დასვამს.

მისი განცხადებით, თემასთან დაკავშირებით, ჭიქაში ქარიშხალია ბოროტი განზრახვით დატრიალებული, თუმცა, თუ საკმარისი არ არის კანონში ჩანაწერი, მისი თქმით, შესაძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამატება.

"ერთხელ და სამუდამოდ ზოგიერთი დილეტანტის გასაგონად.საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ", მუხლი 7: 
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. - ვააჰ, ენის ცოდნა არ ყოფილა საჭირო თურმე? ასე მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იკითხავს. რა თქმა უნდა საჭიროა, სამართალწარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც აღნიშნულია, რომ საქმისწარმოება ქართულ ენაზეა და აფხაზეთში აფხაზურადაც. არ არის საკმარისი? საკმარისია, რა თქმა უნდა. თუ არ არის საკმარისი ჩავამატოთ, მაგრამ ასე ბევრ სხვა კანონში გვექნება ჩასამატებელი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის მაგალითზე გიჩვენეთ. ქარიშხალია ჭიქაში, ბოროტი განზრახვით დატრიალებული." -  წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი