ვატო შაქარიშვილი: სალომე მეორე ზელენსკია! ეუბნებიან, იქამდე იქნები, სანამ გადატრიალებას არ მოვაწყობთ და ომში არ ჩავრთავთ საქართველოსო - ბრიუსელი ფეხებზე იკიდებს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას, რა ჰგონიათ, შევეგუებით ამ ყველაფერს?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 18 დეკემბერი 2024, 13:59

ქვეყნის ღალატი რამდენიმე ხელმოცარული ევროპარლამენტარის მხურვალე ტაშის სანაცვლოდ! სალომე არის მეორე ზელენსკი! ისიც ვადაგასული პრეზიდენტია და არც არავინ ფიქრობს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე! - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ევროპარლამენტში.

მისი განცხადებით, ბრიუსელი ფეხებზე იკიდებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და მილიონზე მეტ ადამიანს, საერთოდ არ იმჩნევენ. თუმცა, შაქარიშვილის თქმით, ისინი არ იცნობენ საქართველოს, რადგან ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამგვარ ქცევას გულხელდაკრეფილი შეხვდება და შეეგუება.

„ქვეყნის ღალატი რამდენიმე ხელმოცარული ევროპარლამენტარის მხურვალე ტაშის სანაცვლოდ!
სალომე არის მეორე ზელენსკი! ისიც ვადაგასული პრეზიდენტია და არც არავინ ფიქრობს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე! მიდი, მიდი შენ სანამ ბოლო უკრაინელს არ დაგასაფლავებინებთ, იქამდე პრეზიდენტი იქნებიო!
სალომესაც ეუბნებიან - ჩვენ თვალში შენ ხარ პრეზიდენტი და იქამდე იქნები, სანამ შენი საშუალებით გადატრიალებას არ მოვაწყობთ და სანამ, შენივე ხელით ომში არ ჩავრთავთ საქართველოსო.

ბრიუსელი ფეხებზე იკიდებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას! საერთოდ არ იმჩნევს 1.120.000 ადამიანს! რა ჰგონიათ, რომ გულხელდაკრეფილი შევხვდებით და შევეგუებით ამ ყველაფერს?! არ იცნობენ საქართველოს! არ იცნობენ ჩვენს ისტორიას!

საკუთარსაც კი არ იცნობენ! არც მტერს იცნობენ! აღარც ღირებულებები ახსოვთ! ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია მიმდგარია და დიდი უროთი ანგრევს საკუთარ თავს!

ჩვენი ჩაყოლება უნდათ ნანგრევებში, მაგრამ ამას არ დავუშვებთ!“, - წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი