ლუკა ეხვაია ილჰამ ალიევის განცხადებაზე: არა მარტო მაკრონი, კიდევ ბევრი გარე ძალა ცდილობს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გათელვით საქართველო თავის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს დაუქვემდებარონ, პოლიტიკოსები და დიპლომატები სახელდებას ძირითადად ერიდებიან, ეს გამონაკლისი შემთხვევაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
371 18 დეკემბერი 2024, 15:39
ყველამ, ვისაც საღი აზრი ჯერ კიდევ შერჩა, უკვე დიდი ხანია იცის, რომ არამარტო მაკრონი, კიდევ ბევრი გარე ძალა ცდილობს ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის ფეხით გათელვით საქართველო თავის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს დაუქვემდებარონ, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტის უკან ემანუელ მაკრონი დგას.

ეხვაიას განცხადებით, ყველა, ვისაც უხარია გარე ძალების მიერ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა, ირიბად აღიარებს თავის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ უმწიფრობას. მისივე თქმით, ეს ადამიანები ქვეყნის მართვის სადავეებს სიხარულით გადასცემდნენ გარე ძალებს, ამ დროს კი, საზოგადოებას თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე ესაუბრებიან.

„ყველამ, ვისაც საღი აზრი ჯერ კიდევ შერჩა, უკვე დიდი ხანია იცის, რომ არამარტო მაკრონი, კიდევ ბევრი გარე ძალა ცდილობს ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის ფეხით გათელვით საქართველო თავის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს დაუქვემდებარონ, გასაგები მიზეზების გამო პოლიტიკოსები და დიპლომატები სახელდებას ძირითადად ერიდებიან, ეს გამონაკლისი შემთხვევაა.

ვისაც ასე ახარებს და ეზეიმება გარე ძალების მიერ ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა, ირიბად თავიანთ უმწიფრობას, ინტელექტუალურ უმწეობას და დამოუკიდებლად პოლიტიკის წარმოების უუნარობას აღიარებენ, ეს ხალხი ქვეყნის მართვის სადავეებს გარე ძალებს დაუფიქრებლად და უდიდესი სიხარულით ჩააბარებენ და ამ დროს, თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და სხვა 'ამაღლებული იდეალებზე' ბედავენ საუბარს..“, - წერს ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა: „კარგია, რომ საქართველოში ახლა ვითარება სტაბილურობისკენ მიდის და ხედავთ, ისევ მაკრონის ყურები ჩანს. ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, მას აუცილებლად სჭირდება, საქართველოში ჩაძვრეს“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი