თამთა მეგრელიშვილი: დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები ხუთ მაღალჩინოსანს დაუწესა - შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს - დიდი ბრიტანეთი ამ უკანონო ქმედებით ნამდვილად ჩრდილს აყენებს საკუთარ იმიჯს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
382 19 დეკემბერი 2024, 21:35

დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები ხუთ მაღალჩინოსანს დაუწესა: შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს. სანქციები მოიცავს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს პირები პასუხისმგებელი არიან საპროტესტო გამოსვლების დროს საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებაზე, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უნდა განმარტოს, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული ეს არასწორი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ ისინი ამართლებენ სახელმწიფო გადატრიალების იდეას, საპოლიციო ძალებისადმი დემონსტრანტების დაუმორჩილებლობას, ანუ ყველა იმ არაკანონიერ ქმედებას, რაც ქართულ სახელმწიფოში ხდება და რაც დიდ ბრიტანეთში მიუღებელია და დასჯადი.

„დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები ხუთ მაღალჩინოსანს დაუწესა:შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს. სანქციები მოიცავს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია რომ ეს პირები პასუხისმგებელი არიან საპროტესტო გამოსვლების დროს საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებაზე. როგორც სამართალმცოდნეს მაქვს კითხვა - რა კრიტერიუმით შეფასდა სახელმწიფოს მიერ არამშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენება?! მართებულია პირიქით დავსვათ საკითხი - არამშვიდობიანი დემონსტრანტები იყენებდნენ საპოლიციო ძალების მიმართ არაპროპორციულ ძალას, როცა მშვიდად მდგარი საპოლიციო ძალების მისამართით ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, პიროტექნიკას პირდაპირი დამიზნებით და არაერთ ბლაგვ საგანს. ეს ჩანს მათ შორის პოლიტიკურად მიკერძოებული მედია საშუალებების მიერ გადაღებულ კადრებშიც. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საპოლიციო ძალებისადმი დაუმორჩილებლობა მკაცრად ისჯება და არამშვიდობიანი პროტესტის დაშლის მეთოდები არის ძალიან მკაცრი. კეთილი ინებოს დიდი ბრიტანეთის ელჩმა და განმარტოს რის საფუძველზე იქნა მიღებული ეს არასწორი გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ისინი ამართლებენ სახელმწიფო გადატრიალების იდეას, საპოლიციო ძალებისადმი დემონსტრანტების დაუმორჩილებლობას, ანუ ყველა იმ არაკანონიერ ქმედებას რაც ქართულ სახელმწიფოში ხდება და რაც დიდ ბრიტანეთში მიუღებელია და არის დასჯადი. მინაწერი: ამ სანქციების დაწესებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, სულხან თამაზაშვილს, მილერი ლაგაზაურს, ზვიად ხარაზიშვილსა და ალექსანდრე დარახველიძეს ნამდვილად არაფერი დააკლდებათ, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ამ უკანონო ქმედებით ნამდვილად ჩრდილს აყენებს საკუთარ იმიჯს,“- წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი