დავით ქართველიშვილი: ჩაივლის უკანასკნელ პროფესიათა წარმომადგენლების პერფორმანსები და საჭირო გახდება ყველა პრობლემური საკითხის განხილვა იმ სფეროების მიხედვით, რომლებმაც ეს პრობლემები წარმოაჩინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 20 დეკემბერი 2024, 11:19

„მთელი საქართველო ელოდება პრემიერ-მინისტრის მიერ წელს დაანონსებული განათლების სფეროს მასშტაბური რეფორმირების დაწყებას. იმედია, ეს პროცესი არა მხოლოდ დაიწყება, არამედ დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით წარიმართება“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მიერ მოწყობილ საპროტესტო მსვლელობებს აფასებს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების პერფორმანსების შემდეგ საჭირო გახდება ყველა პრობლემური საკითხის განხილვა იმ სფეროების მიხედვით, რომლებმაც ეს პრობლემები წარმოაჩინეს.

„ჩაიარა გაფიცულ დიზაინერთა მარშმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად, თავის 2025 წლის გაზაფხულ/ზაფხულის კოლექციებში აღარ გამოიყენებენ რუსული „ტრიკოლორის“ ფერების ქსოვილებს და ამას რამენაირად უნდა შევეგუოთ. გაიფიცა საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის 0,55% - და ესეც ყურადსაღებია. მნიშვნელოვანია და ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიძახი, დაახლოებით ასეთივე პროცენტული მაჩვენებლის მქონე სტუდენტების თუ პროფესორების წუხილის გათვალისწინება, ვინაიდან პრობლემები არსებობენ, ოღონდ მათ პიროტექნიკით ვერ დაამარცხებ.

ჩაივლის უკანასკნელ პროფესიათა წარმომადგენლების პერფორმანსები და საჭირო გახდება ყველა პრობლემური საკითხის განხილვა იმ სფეროების მიხედვით, რომლებმაც ეს პრობლემები წარმოაჩინეს. ჩემსავით მთელი საქართველო ელოდება პრემიერ-მინისტრის მიერ წელს დაანონსებული განათლების სფეროს მასშტაბური რეფორმირების დაწყებას. იმედია, ეს პროცესი არა მხოლოდ დაიწყება, არამედ დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით წარიმართება.

ყველაფერი იწყება სკოლით, თუკი ოჯახით, სამწუხაროდ, ვეღარ იწყება. თუკი ვეღარ იწყება ეკლესიით, რომელიც ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოში საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის მხრიდან პასიური, ხოლო არცთუ პატარა ნაწილის მხრიდან - ღია დაცინვის, ზიზღის, სიძულვილის, შეურაცხყოფისა და იგნორის ობიექტი ხდება. ანუ, ეს უმნიშვნელოვანესი სფეროც მოსაწესრიგებელია. ოღონდ როგორ და რანაირად - ეკლესიის საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევით.

რისი თქმა მინდა...პიროტექნიკის გამოყენებით ბრძოლა კი „გამარჯვებით“ დასრულდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გამარჯვება. დაყოფილი ოჯახების პირობებში, საახლობლოში გაჩენილი გაუცხოების და შეუთავსებლობის ფონზე, სტიგმებისა და სიცრუის ერთობლივი (!!) დამარცხების გარეშე ეს მუდმივი „სეისმოაქტიური“ ფაზები არსად გაქრება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი