გიორგი გამსახურდია: როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ხვალ პუტჩისტების სულიერი და ხორციელი მემკვიდრეები, მავნებელი ქალის თაოსნობით არეულობას აპირებენო-ვერ არევთ, არ გამოგივათ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 22 დეკემბერი 2024, 00:58

გიორგი გამსახურდია ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი არეულობის შესახებ X-ზე წერს.

გამსახურდიას ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილ აქციაზე „მავნებელი ქალის [სალომე ზურაბიშვილის] თაოსნობით არეულობას აპირებენ“.

გამსახურდია წერს, რომ ვერაფერს არევენ, არაფერი გამოუვათ.

„როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ხვალ პუტჩისტების სულიერი და ხორციელი მემკვიდრეები, პუტჩის "გამპრავებელი" მავნებელი ქალის თაოსნობით, არეულობას აპირებენო. ალბათ დამკვეთებმაც უთხრეს 22 რიცხვი და თვითონაც მოაწვათ ნოსტალგია, მათ მიერ შექმნილ ბნელ წარსულზე. ვერ არევთ, არ გამოგივათ!“ - წერს გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი