ტრამპთან შეხვედრიდან გამოსულმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ პოზიციების გადატვირთვა, რომელმაც მეტასტაზებივით შეჭამა ევროკავშირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 23 დეკემბერი 2024, 19:34
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და მოსალოდნელ ახალ დღის წესრიგზე ისაუბრა. 

როგორც დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, კონსერვატიული ძალები მსოფლიო მასშტაბით აშკარად ძლიერდებიან და ეს დაკვეთა სწორედ ამომრჩევლის მხრიდან არსებობს.  

„10 დეკემბერს დონალდ ტრამპს შეხვედრა ჰქონდა ისეთ გამოჩენილ მსოფლიო ლიდერებთან და სახეებთან, როგორებიც არიან: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი - საქართველოსა და პირადად, ირაკლი კობახიძის დიდი მეგობარი; მაიკ ვოლცი - ადამიანი, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით მრჩევლის პოზიციას დაიკავებს; ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც ბრიტანეთის ნაციონალურ-„კონსერვატიული რეფორმების“ პარტიის ლიდერია; ნიკ ქენდი, რომელიც ბრიტანელი მილიარდერი და ამ რეფორმატორების პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია და ადმინისტრაციის სხვა ახალი სახეები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მათ შორის, ამ „საიდუმლო სერობის“ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო ილონ მასკი, რომელმაც ნაიჯელ ფარაჯის „რეფორმატორთა პარტიას“ 100 მილიონი დოლარის გადარიცხვასა და სრულ მხარდაჭერას უკვე შეჰპირდა. თუ რა შედეგებით დასრულდა ეს შეხვედრა, შეგვიძლია ამოვიკითხოთ ვიქტორ ორბანის გაბრწყინებულ სახეზე, რომელსაც, როგორც ჩანს, ბრიუსელში ახალი მისია დაეკისრა - იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. ამ შეხვედრიდან გამოსულმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ტრანსფორმაცია და იმ პოზიციების გადატვირთვა, რომელმაც მეტასტაზებივით შეჭამა ევროკავშირი, აუცილებლად უნდა მოხდეს. 

ამ შეხვედრის შედეგები საინტერესოდ დაეტყო ბრიტანულ პოლიტიკასაც. ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებული სამეფოსთვის, დიდი ალბათობით, იქნება ახალი ტრამპი და მომავალი პრემიერ-მინისტრი. მისი „რეფორმატორების პარტია“ რეიტინგით უკვე უსწრებდა საპარლამენტო ლეიბორისტების პარტიას და ოდნავ ჩამორჩება საპარლამენტო კონსერვატიულ პარტიას, მაგრამ იმდენად მზარდია მისი პოპულარობა და იმდენად დიდ შიშს იწვევს ის ბრიტანეთის შიდა პოლიტიკაში, რომ რუმინეთის პრეცედენტი რომ განვიხილოთ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინეს ის პირველი ტური, სადაც არა ლიბერალმა, არამედ კონსერვატორმა გაიმარჯვა (რაც, ასევე მოლდოვაში გააკეთეს), დაახლოებით, ამ გზას დაადგნენ დიდ ბრიტანეთშიც. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში 2025 წლის მაისში უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. წარმოიდგინეთ, რომ ყველა იმ ოლქსა და რაიონში, სადაც ნაიჯელ ფარაჯის პოპულარობა უდავოა და 100%-ს უახლოვდება, გადაწყვიტეს, რომ მაისის არჩევნები გააუქმონ. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ იქ თურმე დასასრულებელია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და ეს არჩევნები შეიძლება გადავიდეს 2026, ან 2027 წელს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი