ამერიკის ელჩი და მისი მოადგილე გაიკეთებენ ახალ თხილამურებს და ახალ ტრასებზე გავლენ ან მათ სიამოვნებით შეცვლიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
346 23 დეკემბერი 2024, 21:24
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის საელჩოს მიერ Facebook-ში ხშირად გამოქვეყნებულ ქარდებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ქარდები საელჩოს მიერ აღარ ქვეყნდება.

მისივე თქმით, ქარდების გამოქვეყნება მას შემდეგ შეწყდა, რაც ელჩისთვის და მისი მოადგილისთვის მკაფიოდ გახდა ცნობილი დონალდ ტრამპის გზავნილები.

„ყველას გვახსოვს დეკემბრის დასაწყისში Facebook-ში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდები, რომელიც 10 დეკემბრის შემდეგ გაქრა და აღარ ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ საელჩომ Facebook -ის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე ვაკანსიაც კი გამოაცხადა.

ელჩ რობინ დანიგანს და მის მოადგილეს, რომელიც ფერადი რევოლუციების სპეციალისტია რასაკვირველია აქვთ ინფორმაციები თუ რას აპირებს დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ და რა არის მისი გზავნილები. აინტერესებთ რჩებიან თუ არა უმუშევრები. ისინი ან გაიკეთებენ ახალ თხილამურებს და ახალ ტრასებზე გავლენ ან მიიღებენ მოტეხილობას და დიდი სიამოვნებით შეცვლიან მათ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი