დავით ჩიხელიძე: IRI ოპოზიციის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, IRI-ის სადამკვირვებლო ანგარიშები, ისევე როგორც კვლევები, აცდენილია რეალობას და ხალხის ნებას არ ასახავს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 24 დეკემბერი 2024, 18:35

ბრიყვი უნდა იყო IRI-ის სადამკვირვებლო მისიას სერიოზულად რომ შეხედო, სამწუხაროდ IRI ოპოზიციის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთი ერთზე იმეორებს ოპოზიციის მესიჯ ბოქსს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საქართველოსთვის, ისევე როგორც დემოკრატიული სამყაროსთვის, არჩევნებზე სასაუბრო ერთადერთი დოკუმენტი ეუთო/ოდირის დასკვნა უნდა იყოს და არა IRI-ის მსგავსი საეჭვო რეპუტაციის ორგანიზაციების დასკვნა.

„ბრიყვი უნდა იყო IRI-ის სადამკვირვებლო მისიას სერიოზულად რომ შეხედო, სამწუხაროდ IRI ოპოზიციის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთი ერთში იმეორებს ოპოზიციის მესიჯ ბოქსს. რაც შეეხება ზოგადად ორგანიზაციას სანდოობას და კომპეტენციას, ჩვენ წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ, IRI-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს და ეგზიტპოლებს, რომელთა ცდომილება სტანდარტული 2/3%ის ნაცვლად 15-20%-ს შეადგენს, აღნიშნული ფაქტი IRI-ის „პროფესიონალიზმის“ და „ობიექტურობის“ ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ, IRI-მ ერთხელაც ვერ მოახერხა ხალხის განწყობების, საკუთარ ანგარიშებში თუ კვლევებში ასახვა. ისევე, როგორც IRI-ის კვლევები, სადამკვირვებლო ანგარიშები აცდენილია რეალობას და ხალხის გამოხატულ ნებას არ ასახავს! რადგან IRI არის მხარე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშს აქვეყნებს!

საქართველოსთვის, ისევე როგორც დემოკრატიული სამყაროსთვის არჩევნებზე სასაუბრო ერთადერთი დოკუმენტი ეუთო/ოდირის დასკვნა უნდა იყოს და არა საეჭვო რეპუტაციის ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც ძირითად შემთხვევებში საქართველოში არსებული პრო ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს ეყრდნობა! ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას აქვს მაღალი რეპუტაცია და კომპეტენცია, ის დაცლილია პოლიტიკური სიმპათიებისგან და საკუთარ ანგარიშში პირუთვნელ სიმართლეს ასახავს! განსხვავებით IRI-გან.

ეუთო/ოდირის დასკვნა მკაფიოდ ამბობს, საქართველოში არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაცია ეჭვს არ იწვევს, რა თქმა უნდა იყო მცირე ხარვეზები, რაც არჩევნების თანმდევი ნაწილია“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი