დავით ქართველიშვილი: არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა „არბიტრმა“ დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 24 დეკემბერი 2024, 18:53

„ველოდებოდი IRI-ს „შეფასებას“, უფრო სწორედ ეუთო/ოდირის ისედაც კრიტიკული დასკვნის ინტერპრეტირებას - მისი „კოშმარიზაციისა“ და „დემონიზაციის“ კუთხით. ეს ხომ სწორედ ის მკვლევარი კომპანიაა, რომლის არც ერთი წინასაარჩევნო პროგნოზი მინიმალურად ადეკვატურ ცდომილებასთან ახლოსაც კი არ იყო“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, არაერთ თავმოყვარე სახელმწიფოში, IRI-ს „ობიექტურობასა“ თუ „პროფესიონალიზმის“, მათ მიერ გამოყენებული კვლევების მეთოდოლოგიისა თუ სიზუსტის, მიღებული შედეგების ინტერპრეტირების მიმართ უამრავი კითხვები წარმოშვეს.

მისივე თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა "არბიტრმა" დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა.

„სიმართლე გითხრათ - ველოდებოდი IRI-ს „შეფასებას“, უფრო სწორედ ეუთო/ოდირის ისედაც კრიტიკული დასკვნის ინტერპრეტირებას - მისი „კოშმარიზაციისა“ და „დემონიზაციის“ კუთხით. ეს ხომ სწორედ ის მკვლევარი კომპანიაა, რომლის არც ერთი წინასაარჩევნო პროგნოზი მინიმალურად ადეკვატურ ცდომილებასთან ახლოსაც კი არ იყო. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ახერხებს ერთ და იგივე რესპოდენტებთან პატრიარქის 90%-იანი პოპულარობა, NATO-ში გაწევრიანების 85%-იანი მოლოდინი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მოსახლეობის მხოლოდ 18%-იანი ინტერესი გააერთიანოს.

არ იფიქროთ, რომ მას მხოლოდ საქართველოში აქვს „სამიზნე“ მორყეული. 2021 წელს ყირგიზეთში ჩატარებული კვლევებით, IRI-მ დააფიქსირა მოქმედი პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის მიმართ მოსახლეობის ნდობის კლება სულ რაღაც 9 თვეში 51%-დან - 32%-მდე, რამაც ყირგიზეთის ოპოზიციაშიც კი გაკვირვება გამოიწვია. ანალოგიური პოლიტ-კონიუქტურული კვლევებით IRI-მ თავი დაამახსოვრა სომხეთსაც, სადაც 2023 წელს კვლევის შედეგებმა დააფიქსირეს გამოკითხულთა შორის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეთა 56%, მაშინ როდესაც ყველა პარალელური და ობიექტური კვლევებით ამ ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა რიცხვი 80%-ს წარმოადგენდა.

ამ და სხვა მაგალითებმა არაერთ თავმოყვარე სახელმწიფოში, IRI-ს „ობიექტურობასა“ თუ „პროფესიონალიზმის“, მათ მიერ გამოყენებული კვლევების მეთოდოლოგიისა თუ სიზუსტის, მიღებული შედეგების ინტერპრეტირების მიმართ უამრავი კითხვები წარმოშვეს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა „არბიტრმა“ დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი