ზაალ ანჯაფარიძე: ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. „ქართულ ქარტიას", ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. „საბჭოს“, რომელსაც ახლა ქმნიან, ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება - მათი ევროპულობა ფასადია და მეტი არაფერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 25 დეკემბერი 2024, 14:01

ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. „ქართულ ქარტიას?" როგორ ლამის დაკლეს ერთმანეთი მან და ოპოზიციურმა „четверка“-მ, როგორც კი საქმე ტექნიკურ მთავრობამდე და ძალაუფლების გაყოფამდე მივიდა. ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. „საბჭოს“, რომელსაც ახლა ქმნიან - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება - მათი ევროპულობა და ა.შ. ფასადია და მეტი არაფერი. არცერთ იმ ოპოზიციურ ლიდერს არაფერი სცხია ევროპულობის

„ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. „ქართულ ქარტიას?" როგორ ლამის დაკლეს ერთმანეთი მან და ოპოზიციურმა „четверка“-მ, როგორც კი საქმე ტექნიკურ მთავრობამდე და ძალაუფლების გაყოფამდე მივიდა. ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. „საბჭოს," რომელსაც ახლა ქმნიან, თუნდაც მათი გუშინდელი კომენტარებიდან გამომდინარე. ანუ, როცა სჭირდებათ სალომე კარგია, როცა რამე მისებურს დაახეთქებს, მაშინ ცუდი. ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება - მათი ევროპულობა და ა.შ. ფასადია და მეტი არაფერი. არცერთ იმ ოპოზიციურ ლიდერს არაფერი სცხია ევროპულობის. ხოლო რაც სინამდვილეში სცხიათ, დისტანციიდანაც კი იგრძნობა იმის მყრალი სუნი“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი