სოსო მანჯავიძე: ჯო უილსონი გახლავთ ამერიკა-სომხეთის ასამბლეის წევრი. სამწუხაროდ, სომხეთში არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 28 დეკემბერი 2024, 13:18

ისე, ცნობისათვის, ღრმად პატივცემული ჯო უილსონი, რომელიც თავგანწირული იბრძვის საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, გახლავთ ამერიკა-სომხეთის ასამბლეის წევრი, უფრო მარტივად, სომხური ლობის წევრი. სამწუხაროდ, სომხეთში, რომელსაც ერდოღანმა მოსწრებულად უწოდა სომხური ლობის იპოთეკა, არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან, - წერს ისტორიკოსი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ზემოთ ხსენებული ძალების ზოგადი გეგმაა, რომ საქართველოს არ მიესვლებოდეს არც რუსთან, არც დასავლეთთან და იყოს ქაოსში, ამით ჩაიკეტოს აზერბაიჯანიც და თვითონ დომინირებდნენ კავკასიაში.

„ისე, ცნობისათვის - ღრმად პატივცემული ჯო უილსონი, რომელიც თავგანწირული იბრძვის საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, გახლავთ ამერიკა-სომხეთის ასამბლეის წევრი, უფრო მარტივად, სომხური ლობის წევრი.
სამწუხაროდ, სომხეთში, რომელსაც ერდოღანმა მოსწრებულად უწოდა სომხური ლობის იპოთეკა, არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან. ამ ლობში 115 კონგრესმენი შედის. მათ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის დასანქცირება მოითხოვეს. შემთხვევით არ უხსენებია ალიევს საქართველოში გადატრიალების განზრახვა. გემახსოვრებათ, 2 000-იანების დასაწყისში ბაქო-თბილისი-ჯეიხანის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ ეკოლოგიური „ენჯეოები“ - სწორედ ეს სომხური ჯგუფები აფინანსებდნენ მთელს კავკასიაში, ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიან - უფრო ზუსტად კი მათ უნდათ,რომ ტრანზიტმა სომხეთზე გაიაროს და არა საქართველოზე. ზოგადად ესაა მათი გეგმა - არ მიგესვლებოდეს არც რუსთან, არც დასავლეთთან და იყო ქაოსში, ამით ჩაიკეტოს აზერბაიჯანიც და თვითონ დომინირებდნენ კავკასიაში.

საოცარი კიდევ ისაა, რომ ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, რომელიც ადამიანის უფლებათა უმაღლესი არბიტრი უნდა იყოს ამერიკის კონგრესში, ამავე დროს ღიად არის ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის ლობისტი. აქ ობიექტურობაზე საუბარი ხომ სასაცილოც არის, მითუმეტეს, როცა ეს „არბიტრი“ ერთ „ტვიტში “ 1 000 დოლარს იღებს „ფორმულასგან“'. სხვათა შორის, როგორც კი აფხაზეთის საკითხი დგება, მომენტალურად ირთვებოდა და ახლაც ჩაირთო ანტიქართული აგენტურა.

არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ აღარაა ენის მოჩლექისა და ნართაული ლაპარაკის დრო - ილხამ ალიევს მაინც მოუსმინონ ამ ატროებულებმა, კაცმა გარკვევით თქვა, რა საფრთხის წინაშე ვართ.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ძალები პირველ რიგში, სწორედ სომეხი ხალხის ინტერესებს აზიანებენ.
ჰოდა, ამ ვირის ტვინა ე.წ. ევროშაყინტრავებულ ხელოვანებს, ექიმებს, პროფესურას და სხვა ქრისტეს ფრჩხილის მკვნეტელებს მივმართავ, ხვალ რომ ჯაჭვში უნდათ ჩადგნენ-ვინ გაყენებთ მაგ ჯაჭვში, ცოტა ტვინი რომ გაანძრიოთ -ვერა?
ხაზარაძე-ელისაშვილთან დადექით - მადლი გადმოგეცემათ!

ამდენი ამბიციური გიჟის, ევროგაშმაგებულის და გაურკვეველ გულანთებულობაში მყოფი თავდაჩარჩოებულების რადიკალიზმი პირდაპირ საჩუქარია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის, რომლებიც მრავლად არიან და ეს გონებადაბნელებულები თუ არ შევაჩერეთ, მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი. ამ ტექსტმა ანტისომხური გრძნობები არ უნდა აღძრას - ჯერ ერთი, ყველა სომეხი ასე არ ფიქრობს; მეორე, ის ჯგუფი თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის იბრძვის, რაც დასაფასებელია და მესამეც, როგორც ვთქვი, ეს პოლიტიკა თავად სომხეთისთვისაც დამღუპველია, ის არ უნდა გახდეს სხვადასხვა გეოპოლიტიკური აქტორების ინსტრუმენტი და კავკასიის სამმა სახელმწიფომ ერთმანეთი უნდა გააძლიეროს და არა-დაასუსტოს“, - წერს სოსო მანჯავიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი