ნინო ფოჩხუა ლორა თორნტონის განცხადებაზე: რა არის რუსეთის სასარგებლო მოქმედება, ის ხომ არა, რომ კოლექტიურ ჭყონიებს ყიდვა-გაყიდვა აქვთ გაჩაღებული ოკუპანტ რუსეთთან ან ის ხომ არა, რომ უკრაინის ბედი არ გავიზიარეთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
432 28 დეკემბერი 2024, 13:37

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორისა და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების მიზეზებზე.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, თავისსავე განცხადებებში ახლართულ საქართველოს მტრებს არ უნდა ეგონოთ, რომ სანქციების დაწესებით ვინმეს შეეშინდა.

„აი მიზეზი, რისთვისაც თავის ქვეყანაში სამარცხვინოდ დამარცხებულმა ბაიდენის ადმინისტრაციამ დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. არადემოკრატიული ქმედება სასაცილოა, მაშინ როცა ოპოზიციური ტელევიზიები 7/24 მაუწყებლობენ ხელისუფლების დასამხობად, აქცია-აქციაზე ატარებენ მომიტინგეები და ამას ხელს არავინ უშლის, აქ მთავარი რუსეთთან სასარგებლო მოქმედებაა ბიძინა ივანიშვილის დასჯის მიზეზი.

ისმის კითხვა, რა არის ეს სასარგებლო მოქმედება, ის ხომ არა, რომ ქვეყანამ არ გამოუცხადა ომი რუსეთს ან ის ხომ არა, რომ კოლექტიურ ჭყონიებს ყიდვა-გაყიდვა აქვთ გაჩაღებული ოკუპანტ რუსეთთან ან ის ხომ არა, რომ უკრაინის ბედი არ გავიზიარეთ?

თავისივე ნათქვამში გახლართულ ჩვენს მტრებს ნუ ეგონებათ, რომ ეს გაუგებარი სანქციები ვინმეს შეაშინებს, არ იცნობენ ქართველი კაცის ბუნებას, ამით კიდევ უფრო მეტი მოტივაცია რომ ექნება ამ მანქურთების დამარცხების და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობის გზაზე დადგომის“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ, რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი