თამთა მეგრელიშვილი აშშ-ის სანქციაზე - OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება სინგაპურის მოგებული დავის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაციის ჩარიცხვას - ეს ფაქტი მთლიანად აბათილებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, თითქოს კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
448 28 დეკემბერი 2024, 15:48

„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ეხმიანება.

ამასთან, მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას.

მისივე თქმით, ეს ფაქტი მთლიანად აბათილებს აშშ-ის საელჩოს 1 ოქტომბრის განცხადებას თითქოს კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის.

მეგრელიშვილი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილისადმი ბაიდენის შურისძიებას დიპლომატიური ხელწერით შეცვლის და ურთიერთობებს მისაღებ ფორმატში დააბრუნებს.

„აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას -( 2024 წლის 31 ოქტომბერს ბიძინა ვანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა მოიგო და ბანკს მის სასარგებლოდ $461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.) ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს. ეს ფაქტი მთლიანად აბათილებს აშშ-ის საელჩოს 1 ოქტომბრის განცხადებას თითქოს კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. დიახ, ეს დავაც ბაიდენის ადმინისტრაციის დაკვეთაა და მათ ხელშია. ბაიდენის ადმინისტრაცია არის ძალა რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიუღებლობას სიტყვით უარყოფს, მაგრამ საქმით ამტკიცებს. დარწმუნებული ვარ ტრამპი ბიძინა ივანიშვილისადმი ბაიდენის შურისძიებას დიპლომატიური ხელწერით შეცვლის და ურთიერთობებს მისაღებ ფორმატში დააბრუნებს. ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებული სანქციები რომელსაც სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს კი ძალიან მალე გადაიხედება”- წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი