ირაკლი ღარიბაშვილი: უახლესი ისტორიის მანძილზე გადატანილი მრავალი ქარტეხილისა თუ განსაცდელს ჟამს, ქართული საზოგადოება სწორედ უწმინდესს - სულიერი სიმტკიცისა და შეუდრეკელობის სიმბოლოს შეჰყურებდა დიდი იმედით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
378 04 იანვარი 2025, 14:10

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს!

განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

უახლესი ისტორიის მანძილზე გადატანილი მრავალი ქარტეხილისა თუ განსაცდელს ჟამს, ქართული საზოგადოება სწორედ უწმინდესს - სულიერი სიმტკიცისა და შეუდრეკელობის სიმბოლოს შეჰყურებდა დიდი იმედით.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, რათა ჩვეული სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით კიდევ მრავალი წელი უწინამძღვროს ქართულ ეკლესიას!“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი