ზურაბ ქადაგიძე: 20 იანვრის შემდეგ, უნდა დაიწყოს სოროსის ფონდის და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის განდევნა ქართული საზოგადოებიდან, როგორც მთავარი ბოროტების - ლიბერალური ფაშიზმის შემოქმედისა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
323 07 იანვარი 2025, 16:55

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ილონ მასკის მიერ ჯორჯ სოროსზე გაკეთებულ განცხადებას „მაგნეტო, დიდი ძალის მქონე მუტანტი, რომელსაც სძულდა კაცობრიობა“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ 20 იანვრის შემდეგ, უნდა დაიწყოს სოროსის ფონდის და მასთან კავშირში მყოფი ყველა ორგანიზაციის განდევნა ქართული საზოგადოებიდან.

„გველს კუდის მოკვეთით ვერაფერს დააკლებ...ამიტომაც, 20 იანვრის შემდეგ, უნდა დაიწყოს სოროსის ფონდის და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის განდევნა ქართული საზოგადოებიდან, როგორც მთავარი ბოროტების - ლიბერალური ფაშიზმის შემოქმედისა! უნდა ვისწავლოთ "რეალ-პოლიტიკა" - გავითვალისწინოთ პარტნიორთა არა რჩევები, არამედ ვიმოქმედოთ ისე, როგორც ისინი იქცევიან საკუთარ ქვეყანაში!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი