დავით ქართველიშვილი: „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ე.წ. ფაქტების შემოწმების პროგრამის საინკვიზიციო პროგრამა დახურულად არის გამოცხადებული, რაც ილონ მასკის დამსახურებაა, რომლის დამანგრეველ ანტილიბერალურ „ცუნამის“ მაკრონი თუ უბედავს შეეწინააღმდეგოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
277 08 იანვარი 2025, 10:48

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ მოქმედი ე.წ ფაქტების შემოწმების პროგრამის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, 2016 წლიდან, პროგრამის ამოქმედების შემდეგ სიტყვის თავისუფლება, აზრი გამოთქმის თავისუფლება იზღუდებოდა და ამაში აქტიურად იყო ჩართული ქართული რადიკალური ოპოზიციაც.

„ნაც- ინკვიზიტორები“- ასე მოიხსენიებს ექსპერტი რადიკალურ ოპოზიციას და მათ მიერ სოციალურ ქსელში ცენზურის დაწესებას ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ფაქტების შემოწმების პროგრამა გაუქმებულია და ეს ილონ მასკის დამსახურებაა, რომლის ანტილიბერალურ პოზიციასაც მაკრონი ან შოლცის პრეს-სამსახური თუ ეწინააღმდეგება.

„ჩვენი სექტანტები ილონ მასკს ჯიუტად "არ იმჩნევენ". მათ ხომ ათასდოლარიანი ჯო უილსონი ჰყავთ "მაშველ რგოლად"„- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციისთვის აშშ-ს პრეზიდენტი 20 იანვრის შემდეგ არა დონალდ ტრამპი, არამედ ჯო უილსონი იქნება, თუმცა რადიკალები გასულ წლებში ტრამპის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამეორებას ვეღარ ბედავენ.

„2016 წლიდან, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ე.წ. „ფაქტების შემოწმების პროგრამის" ამოქმედების დღიდან, სიტყვის თავისუფლების, აზრის გამოთქმის თავისუფლების წინააღმდეგ რა კამპანიასაც ჩაუდგნენ სათავეში ჩვენი ნაც-ინკვიზიტორები - ყველამ ჩემზე უკეთესად იცით. უამრავი იყავით "კინწურაშვილის კანტორის" მსხვერპლი. სხვათა შორის - მე იშვიათად, რაც დღემდე მაოცებს. და პირიქით - მარწმუნებს, რომ ჩემს პუბლიკაციებში სწორ ტაქტიკას მივაგენი: სიმართლე და აზრის გამოხატვისას კორექტულობა.

დღეიდან ეს საინკვიზიციო პროგრამა - დახურულად არის გამოცხადებული, რაც ილონ მასკის დამსახურებაა. იმ ილონ მასკის, რომლის დამანგრეველ ანტილიბერალურ "ცუნამის" მაკრონი თუ უბედავს შეეწინააღმდეგოს თუ ჯერ კიდევ, კანცლერ შოლცის პრეს-სამსახური. ჩვენი სექტანტები ილონ მასკს ჯიუტად „არ იმჩნევენ". მათ ხომ ათასდოლარიანი ჯო უილსონი ჰყავთ "მაშველ რგოლად". ისინი ვერც დონალდ ტრამპს უბედავენ წინა წლების თამამი ბრალდებების განმეორებას - "ივანიშვილის დაფინანსებული კრემლის აგენტი, რუსი და ა.შ."

იქმნება შთაბეჭდილება, მაკკეინის ინსტიტუტისა არ აყოს, რომლისთვისაც სტიპენდიატი ზურაბიშვილი დღემდე „საქართველოს პრეზიდენტია" - რომ 20 იანვრის შემდეგ ჩვენი ნაცკლასტერისთვისაც "აშუშუს დირექტორად" არა ლეგიტიმური ტრამპი, არამედ ჯო უილსონი იქნება. ჩვენ კი, მარხვიდან შემორჩენილი "ბატი ბუტის" თანხლებით, მორიგ საპროტესტო მარშს დაველოდებით რუსთაველზე. ამჯერად, უფუნქციოდ დარჩენილი ფეისბუქ-ცენზორების. აბა, სწორდი! სმენა! ნაბიჯით - იარ!“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა
ჯაბა ხუბუა- 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია
ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან
დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს
ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
არქივი