დავით ქართველიშვილი „რადიო თავისუფლების“ მიერ პია კაუმასთან ჩაწერილ ინტერვიუზე: როგორც კი გამოაშკარავდა, რომ პია კაუმას ვიზიტს ოპოზიცია და „მესამე სექტორი“ ბინძური თამაშების ნაწილად აქცევდნენ - გადაწყდა ეს ვიზიტი გადადებულიყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 08 იანვარი 2025, 12:04

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „რადიო თავისუფლების“ მიერ პია კაუმასთან ჩაწერილ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


„ეს არის სიცრუეზე, მიკერძოებაზე და აგრესიულ დეზინფორმაციაზე აგებული „ჟურნალისტიკა“. ამის დასტურია პია კაუმასთან აღებული ინტერვიუ, რომლის მსვლელობისას „ჟურნალისტის“ ერთადერთი ამოცანა იყო - სიტყვები „ლეგიტიმაცია“ და „არალეგიტიმური“ გამოეძალა რესპონდენტისგან“ - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟურნალისტურ ძალადობას ღირსეულად გაუძლო და მშვიდად ცდილობდა ჟურნალისტისთვის ჭეშმარიტების ახსნას.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დავით ქართველიშვილი იმ ძირითად გზავნილებზეც საუბრობს, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გააჟღერა. პია კაუმას ვიზიტის მიზანი დაპირისპირებულ მხარეებთან კონსტრუქციული დიალოგის მიღწევა იყო, სადაც ეუთოს წარმომადგენელს ნეიტრალური პოზიცია უნდა ჰქონოდა თუმცა, ამ შეთავაზებას მხოლოდ მთავრობა დათანხმდა. ვიზიტის გადადება კი გამოიწვია რადიკალური ოპოზიციისა და ე.წ. მესამე სექტორის გეგმების გამოაშკარავებამ - საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინათ პია კაუმას ვიზიტი.


ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი ესაჭიროება, რასაც საზოგადოება წლებია უშედეგოდ ელოდება.


„მერამდენედ ვრწმუნდებით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ გამოტანილი ვერდიქტი - სრული სიმართლეა. ეს არის მხარე, და არა ობიექტური, მიუკერძოებელი მედიასაშუალება. ეს არის სიცრუეზე, მიკერძოებაზე და აგრესიულ დეზინფორმაციაზე აგებული „ჟურნალისტიკა“. ამის უკანასკნელი დასტურია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთან აღებული ინტერვიუ, რომლის მსვლელობისას „ჟურნალისტის“ ერთადერთი ამოცანა იყო - სიტყვები „ლეგიტიმაცია“ და „არალეგიტიმური“ გამოეძალა რესპონდენტისგან.


პია კაუმამ ამ „ჟურნალისტურ“ ძალადობას ღირსეულად გაუძლო. მისი ძირითადი გზავნილები იყო: ვიზიტს უნდა მიეღწია კონსტრუქციული დიალოგისთვის დაპირისპირებულ მხარეებს შორის; პია კაუმას ამ მცდელობაში, მხოლოდ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაეკავებინა; შეხვედრები იგეგმებოდა მთავრობასთან, ოპოზიციასთან და „მესამე სექტორთან“. აქედან, მხოლოდ მთავრობამ გამოთქვა სურვილი ამ ფორმატის გათვალისწინებაზე.


პია კაუმას ინფორმაციით, ოპოზიციამ და „მესამე სექტორმა“ პირიქით, ყველაფერი გააკეთეს ამ ფორმატის ჩამოსაშლელად - მიდიოდა წერილებით და განცხადებებით პროცესის წინასწარი „ბულინგის“ და ჩამოშლის ორკესტრირებული მცდელობა. ყველაფერი კეთდებოდა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - „მხარედ“ წარმოეჩინათ და ამ „მხარეს“, ორგანიზაციის წესდებასა და სულისკვეთებასთან საერთო არაფერი უნდა ჰქონოდა.


საოცარი მოთმინებით და დიპლომატიურობით იგერიებდა პია კაუმა „ჟურნალისტურ“ თავხედობებს და ცდილობდა ანბანური ჭეშმარიტების ახსნას: ვერც ერთი გარედან ზეწოლა თუ ჩარევა ვერ იქნება ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის საარჩევნო გადაწყვეტილების შემფასებელი თუ განმსაზღვრელი. მით უმეტეს - ეს არადემოკრატიული მისია ეუთოს მანდატში ვერანაირად ვერ ჯდება. როგორც კი გამოაშკარავდა, რომ პია კაუმას ვიზიტს ოპოზიცია და „მესამე სექტორი“ თავისი ბინძური თამაშების ნაწილად აქცევდნენ - მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ეს ვიზიტი გადადებულიყო.


თუმცა, არსებული ქართული ოპოზიციის თუ „მესამე სექტორის“ შემთხვევაში, ტერმინი „გადადება“ აზრს მოკლებულია. ამ „ჯადო - ვუდუ - ნეანდერტალელების“ პირობებში, დასავლური დემოკრატიის საკუთარ ბინძურ თამაშებში გამოყენების სურვილი არსად არ გაქრება. ამ გაკოტრებულ „საროსკიპოში“, ავეჯის გადაადგილებასთან რაიმე პოზიტიურ მოლოდინს, არანაირი აზრი არა აქვს. ქვეყანა გადაღლილია პოლიტიკაში ამ გაცვეთილი და „ბებერი როსკიპებით“, მას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი, რომლის გამოჩენას წლებია უშედეგოდ ელოდება ჩვენი საზოგადოება“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
შალვა პაპუაშვილი: საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია
დავით ქართველიშვილი რადიკალებზე: წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი
ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
არქივი