ლევან ნიკოლეიშვილი ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიაზე: ეს ის არ არის, „პაშა ბანკი" რომ დააქცია? ეს უბედური, 3 ბანკიდან და 2 ქვეყნის სისტემიდან გამოგდებული, უმუშევარი გაიფიცება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 14 იანვარი 2025, 17:09

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, 15 იანვარს დაანონსებულ გაფიცვაში ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას მონაწილეობას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, სწორედ შურღაიამ დააქცია “პაშა ბანკი”, გამოგდებულია სამი ბანკიდან და ორი ქვეყნის სისტემიდან. შესაბამისად, ნიკოლეიშვილის თქმით, უმუშევარი შურღაია გაიფიცება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს.

„ეს ის არ არის, "პაშა ბანკი" რომ დააქცია... ეს უბედური, 3 ბანკიდან და 2 ქვეყნის სისტემიდან გამოგდებული (როგორც მისი კოლეგები ახასიათებენ ხოლმე) უმუშევარი გაიფიცება თუ არა რა მნიშვნელობა აქვს? იფიცოს და იყოს.
ნიკოლოზ, პომპონჩიკიანი ან რუსული უშანკა ქუდი მაინც დაიფარე თავზე, გიხდება !" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი