დავით ჩიხელიძე: აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 15 იანვარი 2025, 15:16

აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა- პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის! კანონი ყველასთვის ერთნაირი მოცემულობაა, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს, წერტილი!- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებზე, სადაც „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა ასახული.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გახარიამ საკუთარი ბატონების მოსაწონებლად პროვოკაციული ქმედება განახორციელა, რასაც სამხარაძის მიერ თავის დაცვა მოჰყვა.

„აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური/სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში მკაფიოდ ჩანს ინციდენტის დაწყება, გახარიამ საკუთარი ბატონების მოსაწონებლად პროვოკაციული ქმედება განახორციელა, მან დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ესროლა, რასაც სამხარაძის მიერ თავის დაცვა მოჰყვა, შესაბამისად ინციდენტს გახარიას სახით მოძალადე ჰყავს, რომელმაც დეპუტატზე, მიზანმიმართულად იძალადა, ამის შემდეგ კი ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი გააქტიურდა, რომელიც მმართველ გუნდს, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა! პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის! კანონი ყველასთვის ერთნაირი მოცემულობაა, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს, წერტილი!“-წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი