თამარ ჩიბურდანიძე: სი ძინ პინისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, ამყარებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები ამერიკა-ჩინეთის სახით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
349 18 იანვარი 2025, 15:13

თუკი ვინმეს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ტრამპი და სი ძინ პინი ვერ შეძლებდნენ თანამშრომლობას და მათ შორის დაძაბული პოლიტიკის ფონზე, საქართველოში ოპოზიცია ხელს მოითბობდა, ეს იმედიც საბოლოოდ დაემსხვრათ, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

იგი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპმა ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას უკვე მიაღწია - ჩინეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების და დაბალანსებული ვაჭრობის დეკლარირება და ისრაელი-ღაზას შორის შეთანხმება.

თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა მსოფლიოში მშვიდობიანი თანაცხოვრება აირჩია, რასაც ჩინეთთან ურთიერთობების დამყარება ამტკიცებს. ამ პროცესების ფონზე კი ქართული ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია.

„ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა რადიკალურად შეცვალა გლობალური პოლიტიკის რაკურსი და მსოფლიოს ახალ გიგანტ სახელმწიფოსთან ომის ნაცვლად, მშვიდობიანი თანაცხოვრება არჩია. ამას ველოდით და ამის შესახებ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რასაც ოპოზიცია ქილიკით პასუხობდა.

დღეს კი მათი მოლოდინები საბოლოოდ დაიმსხვრა. ლიბერალების ლობისტური პოლიტიკა საქართველოში ამ განცხადებით მკვეთრად სუსტდება. თუკი ვინმეს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ტრამპი და სი ძინ პინი ვერ შეძლებდნენ თანამშრომლობას და მათ შორის დაძაბული პოლიტიკის ფონზე, საქართველოში ოპოზიცია ხელს მოითბობდა, ეს იმედიც საბოლოოდ დაემსხვრათ.

სი ძინ პინისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება „მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, ამყარებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები ამერიკა-ჩინეთის სახით. მითუმეტეს, როდესაც ისინი თანხმდებიან დაბალანსებულ ვაჭრობაზე, რისი ინტერესებიც სწორედ სამხრეთ კავკასიაში იკვეთება. საქართველოს ეძლევა ხანგრძლივი მშვიდობიანი განვითარების შანსი.

მსოფლიოში უკვე გამოიკვეთა ორი პოლიტიკური პოლუსი ამერიკა-ჩინეთის სახით. რუსეთი ამ ეტაპზე ჩინეთის ჩრდილშია, თუმცა, რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშედ. ბრიტანეთი ახალ სქემას ქმნის მის ირგვლივ და ალბათ ეს იქნება კიდევ ერთი ახალი სიტყვა მსოფლიო პოლიტიკაში. რაც შეეხება ევროპას, ის ჯერ მსხვერპლი იყო უკრაინის ომის და ახლა იძულებული გახდება მიიღოს ახალი რეალობა. რაც მთავარია, ევროკავშირის პოლიტიკური დასუსტების ფონზე, ძლიერდება ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, როგორც ახალ გეოპოლიტიკურ ეპიცენტრში. ეს კი უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის წინ ორი მნიშვნელოვანი ფაქტი უკვე შექმნა - ჩინეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების და დაბალანსებული ვაჭრობის დეკლარირება და ახლო აღმოსავლეთში ისრაელი-ღაზას შორის შეთანხმების მიღწევა. ახლა ჯერი რუსეთ-უკრაინის ომზეა და ველით უმოკლეს პერიოდში ამ კონფლიქტის დასრულებას.

ამ პროცესებიდან გამომდინარე, ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია, მათი პოლიტიკა რეკორდული სისწრაფით თავდაღმა მიექანება“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი