გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ ტრამპის უარყოფითად შეფასების თაობაზე: საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან („აპრავებენ“) ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
326 18 იანვარი 2025, 17:52

მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ! ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც აშშ და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო! – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და სალომე ზურაბიშვილის, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დონალდ ტრამპის შეფასებასა და არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებების ვიდეოებს აზიარებს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საინტერესოა ვიდეოებში წარმოდგენილ შეფასებებს თავად ან მათი ლობისტები როგორ ხსნიან („აპრავებენ”) დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები.

„მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ!

ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც აშშ და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო!

საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან („აპრავებენ”) ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები!“, - წერს გია ვოლსკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი