დავით ქართველიშვილი: შვეიცარიული საბანკო სისტემა არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ საქართველოს ებრძვის. Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 21 იანვარი 2025, 11:21

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომელიმე გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია - სწორედ იმიტომ, რომ საქართველოა და იმიტომ, რომ ივანიშვილის ქვეყანაა, შვეიცარიის ბანკი მონურ პოზიციას ირჩევს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის შესახებ.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ბანკი Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე. მისივე თქმით, ოდესღაც სანიმუშო შვეიცარიული საბანკო სისტემა, "გლობალური ომის პარტიის" პირდაპირი ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მასთან ასოცირებულ "ურჩ" და დამოუკიდებელ საქართველოს დაუფარავად ებრძვის.

„დემოკრატიას ამოფარებული "გლობალური ომის პარტია" საბოლოოდ ჩამოყალიბდა მაფიოზურ კლანად, რომელთა დიდი ნაწილი ცნობილია ჩვენთვის კინემატოგრაფიდან. ტიპური ვიტო კორლეონეს ოჯახი, რომელიც საკუთარი "კოზა ნოსტრას" წევრებს იცავს ბოლომდე, სულ რომ სამყარო დააყენონ თავდაყირა. არ რუსული ბოევიკი "Брат" გავიხსენოთ, სადაც "რუსები თავისიანებს არ მიატოვებენ". ოდესღაც სანიმუშო შვეიცარიული საბანკო სისტემა, ასეთი "კორლეონებისა" თუ "ბრატების" ხელში, "გლობალური ომის პარტიის" პირდაპირი ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მასთან ასოცირებულ "ურჩ" და დამოუკიდებელ საქართველოს დაუფარავად ებრძვის. დღეს იგივე ბანკი Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომელიმე გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია - სწორედ იმიტომ, რომ საქართველოა და იმიტომ, რომ ივანიშვილის ქვეყანაა, შვეიცარიის ბანკი მონურ პოზიციას ირჩევს. "გლობალური ომის პარტია" თავისიანებს ყველგან აფარებს ხელს - კეზერაშვილს ევროპის სივრცეში, სააკაშვილის ბანდის წევრებს - უკრაინაში. დადგა მორიგი აგენტის - ბაჩიაშვილის ჯერი. გუშინ ვაშინგტონში წესით ამ მაფიოზურ-კრიმინალური საერთაშორისო კლანის დასუსტებისკენ გამიზნული წამმზომი ჩაირთო. "გლობალური ომის პარტიის" დამარცხების გარეშე, ტრამპის მიერ დეკლარირებული, წესრიგზე დამყარებული ახალი სამშვიდობო პოლიტიკა ვერც საერთაშორისო და ვერც ლოკალური მასშტაბით ვერ განხორციელდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი