ზურაბ ქადაგიძე: ლორა თორნტონი გახლავთ „დიიფ სთეითის“ სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის, ქართული ხაზის კურატორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 22 იანვარი 2025, 11:03

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „მაკკეინის ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის განცხცადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია"

როგორც ქადაგიძე წერს, საინტერესოა ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ კურატორის ბრძანებას აღასრულებენ და უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას?!

„თორნტონმა დაწერა - „ტრამპი გამაუპატიურებელი და კრიმინალია" და ქართველი მეგობრებისგან მისი ზედმეტი ქება "ყურს ჭრის".

არა და, ამის სტიპენდიატი ზურაბიშვილი, ბეცივით დაბორიალობდა კაპიტოლიუმის დერეფნებში, ტრამპისთვის ფოტოს გადასაღებად.

ამისვე „დემოკრატიული ხაზის“ გამტარია ჯო უილსონი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა, ქართველი ექსტრემისტების მიმართ.

ეს ქალბატონი გახლავთ, „დიიფ სთეიტის" სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის, ქართული ხაზის კურატორია.

აბა, ახლა როგორ გადაალაგებენ „მესიჯ-ბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ კურატორის ბრძანებას აღასრულებენ და უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას?!

მოკლედ, დიდი განსაცდელი უდგათ ლიბერ-ფაშისტებს!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი