შალვა პაპუაშვილი: 2010 წელს აყვავებული ავტოკრატიის შემქმნელები დააჯილდოვა ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლით. ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კი კიდევ 7 წელი და „ქართული ოცნების“ მიერ რეჟიმის დამარცხება დასჭირდა.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 28 იანვარი 2025, 12:24

2010 წელს აყვავებული ავტოკრატიის შემქმნელები დააჯილდოვა ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლით. ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კი კიდევ 7 წელი და "ქართული ოცნების" მიერ რეჟიმის დამარცხება დასჭირდა , - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია. თუმცა, იქ სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა.

,,შეგახსენებთ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას, სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური პირებისთვის, 2010 წელს მოეწერა ხელი. ეს ის დროა, როცა უკვე მოხდა - სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და ზურაბ ვაზაგაშვილის გამოუძიებელი მკვლელობები, - ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით მფლობელებისთვის "რუსთავი 2"-ის და "იმედის" წართმევა. ეს ის ძებნილი ადეიშვილია, რომელსაც შარშან ბრიუსელის ჩინოვნიკები ზუსტად იმ ოთახებში მასპინძლობდნენ, სადაც დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღეს, - ციხეში პატიმრების წამების სისტემის საბოლოო ჩამოყალიბება, რომელსაც მოგვიანებით სტრასბურგი სისტემურ წამებას უწოდებს, - 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, - ბიზნესის სრულად მოქცევა რეჟიმის რეკეტის ქვეშ, - და ა.შ. და სხვა მრავალი. ამ აყვავებული ავტოკრატიის შემქმნელები (და არა ჩვეულებრივ მოქალაქეები) დააჯილდოვა მაშინ ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლით. მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კი კიდევ 7 წელი და "ქართული ოცნების" მიერ რეჟიმის დამარცხება დასჭირდა. ამიტომ, ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია. თუმცა, იქ სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა,” - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი