თამთა მეგრელიშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე, ზურაბ ჭიაბერაშვილზე, სალომე სამადაშვილსა და გიორგი ვაშაძეზე: ოთხივე „ნაცმოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ანტიქართველია და ხალხს ეუბნებიან, ის თუ არ მოგწონს, მე ამირჩიეო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
352 29 იანვარი 2025, 14:20

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებს, რომელზეც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არიან და აღნიშნავს, რომ ოთხივე ნაცმოძრაობის წიაღში აღმოცენებული ანტიქართველია.

მისივე თქმით, გასაკვირი ის არის, რომ დღეს, ფორმალურად, ოთხივე სხვადასხვა პარტიას წარმოადგენს და ქართველ ხალხს ეუბნებიან, ის თუ არ მოგწონს, მე ამირჩიეო.

„ამ ფოტოზე ოთხი, პასპორტით ქართველი, სულით და ხორცით კი ქვეყნის მოღალატე მანქურთს ხედავთ. ოთხივე ნაცმოძრაობის წიაღში აღმოცენებული ანტიქართველია. გასაკვირი კი იცით რა არის? დღეს, ფორმალურად, ოთხივე სხვადასხვა პარტიას წარმოადგენს და ქართველ ხალხს ეუბნებიან, ის თუ არ მოგწონს, მე ამირჩიეო...“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი