ლევან ნიკოლეიშვილი ალუდა ღუდუშაურთან მივარდნის ფაქტზე: ამ არსებებს, რომლებსაც რატომღაც ერთუჯრედიანების ნიღაბი აქვთ მორგებული, რატომღაც ჰგონიათ ასეთი იაფფასიანი პერფორმანსებით ვინმეს შეაშინებენ, არადა პირიქით ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
341 01 თებერვალი 2025, 12:54

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებს ეხმიანება, სადაც ასახულია როგორ მიუვარდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ნათია ქობალია უმრავლესობის დეპუტატ, ალუდა ღუდუშაურს.

„უმაგრესი არგუმენტი აქვთ, „ქვეყანა თუ გიყვართ რატომ არ გინდათ ევროკავშირში...“ ოღონდ ამ „რკინისებურ ლოგიკურ მოთხოვნას“ აუცილებლად უნდა დაუმატონ შემდეგი", იმ ევროკავშირში ყოფნა, რომელსაც თურმე შენი დამონება, დაჩმორება უნდა და პერიოდულად თავზე ლაფის დასხმასაც არ ერიდება." ამ უნიფხვო და პირდაუბანელ არსებებს, რომლებსაც რატომღაც ერთუჯრედიანების ნიღაბი აქვთ მორგებული, რატომღაც ჰგონიათ ასეთი იაფფასიანი პერფორმანსებით ვინმეს შეაშინებენ, არადა პირიქით ხდება მათი ნამდვილი სახის, ბინძური გონებრივი და მორალური შესაძლებლობების რეალური გამოვლინება. უბრალო შეკითხვა რომ დაუსვა, როდის დაიწყო ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და როდის შეწყვიტა ეს მოლაპარაკებები ხელისუფლებამ, დარწმუნებული ვარ გაუგებარ ბლუკუნს დაიწყებენ. ასეა, როცა უნიფხვოდ, პირ დაუბანელი დადიხარ, იქ გონებაზე უფრო სხეული ერთვება და შესაბამისად " ყველაფერს რუსულს" ტანით გრძნობ.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი