დავით ქართველიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
353 01 თებერვალი 2025, 16:10

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან აზერბაიჯანი გარიცხვის ფაქტს იხსენებს და სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, 2024 წელს ევროსაბჭომ აზერბაიჯანი ერთი წლით გარიცხა საპარლამენტო ასამბლეიდან იმ მიზნით, რომ ქვეყანა ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. ამ ფაქტის შემდეგ, აზერბაიჯანმა თავად შეაჩერა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა და განაცხადა, რომ ორმაგი სტანდარტები შეიმჩნევა ბაქოს მიმართ დამოკიდებულებაში. ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე ერთ-ერთმა უნგრელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის გარიცხვა შეცდომა იყო და ევროსაბჭოს უნდა გაეგრძელებინა თანამშრომლობა, თუმცა მისი პოზიცია არავის გაუზიარებია.

„2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება, რამაც საპარლამენტო ასამბლეიდან ერთწლიანი ვადით აზერბაიჯანული დელეგაციის გარიცხვა გამოიწვია.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანს ბრალი ედებოდა ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაში, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით.

ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანის დელეგაციამ თავად შეაჩერა მონაწილეობა ამ ორგანიზაციის საქმიანობაში და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, რადგან თვლის, რომ ბაქოს მიმართ მოქმედებს ორმაგი სტანდარტები.

2024 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, დელეგაციის უფლებამოსილების სრულად აღდგენისათვის აზერბაიჯანს უნდა შეესრულებინა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და შიდა პოლიტიკა ევროპის საბჭოს ღირებულებებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა.

2025 წლის იანვარში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, უნგრელმა დეპუტატმა ჟოლტ ნემეტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის გარიცხვის გადაწყვეტილება შეცდომა იყო და ევროსაბჭომ დიალოგის პოლიტიკა უნდა გააგრძელოს მის წევრ სახელმწიფოებთან. უნგრელი დეპუტატის ხმა "უდაბნოსა შინა მღაღადებლად" დარჩა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა...“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი