ნანა კაკაბაძე: ნორჩი ლენინელებით და ჰიტლერ-იუნგენებით, „თავისუფალი“ კომკავშირელი ახალგაზრდა აქტივისტებით სავსეა დღევანდელი ქართული „პატრიოტული“ მოძრაობა, რომლებიც მზად არიან „მოკლან დედა და დაახრჩონ მამა, თუკი ევროპა უბრძანებს ამას“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
372 02 თებერვალი 2025, 17:18

ნორჩი ლენინელებით და ჰიტლერ-იუნგენებით, პავლიკ მოროზოვებით და "თავისუფალი" კომკავშირელი ახალგაზრდა აქტივისტებით სავსეა დღევანდელი ქართული „პატრიოტული“ მოძრაობა, რომლებიც მზად არიან „მოკლან დედა და დაახრჩონ მამა, თუკი ევროპა უბრძანებს ამას“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ- ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დავახრჩობ დედას, დავახრჩობ მამას თუ დასავლეთი მიბრძანებს ამას! მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ ორი დიდი „პოლიტიკური პანდემია“ - ფაშიზმი და ბოლშევიზმი გადაიტანა.

ფაშიზმის განადგურებას მოჰყვა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბება იმ მიზნით, რომ ისინი გამოეყენებინათ დამცავ მექანიზმად ტოტალიტარული რეჟიმის რეაბილიტაციისა და რეანიმაციისაგან დასაცავად.

ბოლშევიკური რეჟიმის შესუსტების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც იყო მოსალოდნელი, რომ მსოფლიო, დემოკრატიული ინსტიტუტებს, გამოიყენებდა იმავე ინსტრუმენტებად, მაგრამ საუკუნეთა მიჯნაზე თანდათან სულ უფრო ნათელი გახდა, რომ დიდი ქვეყნების გავლენიანი პოლიტიკური თუ ბიზნეს-ჯგუფების მიერ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვის ინსტიტუტების გამოყენება, თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვისთვის დაიწყეს.

მე-20 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დეფიციტზე აპელირებით მოხდა იუგოსლავიის დაშლა-დანაწევრება, სერბეთის ისტორიულ შუაგულში ახალი სახელმწიფოს (კოსოვოს) გაჩენა, ერაყის, ავღანეთის, ლიბიის და სხვა ქვეყნების რეჟიმების ძალადობრივი დამხობა და ა. შ. რასაკვირველია, ამ ქვეყნებში, ისევე როგორც სხვა ბევრ სახელმწიფოში, არსებობდა სერიოზული პრობლემები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მაგრამ ეს არ აძლევდა დიდ სახელმწიფოებს იმის უფლებას, რომ საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით მოეხდინათ მსოფლიო რუკის მიჭრა-მოჭრა და გადაკერება.

ამ ყველაფრის ასეთი იდეოლოგიური საფუძვლით გამართლებამ დასაბამი მისცა ახალი, ლიბერალურ-ფაშისტური მიმდინარეობის ჩამოყალიბებას.

ლიბერალური ფაშიზმისთვის ისევე მიუღებელია განსხვავებული აზრებისა და პოზიციების დაფიქსირება, როგორც ეს იყო გერმანული ფაშიზმისა და რუსული ბოლშევიზმისთვის. ლიბერალური ფაშიზმიც ზუსტად მათ მსგავსად ამართლებს იდეოლოგიური ნიშნით სხვა ქვეყნების რეჟიმების ძალადობრივ შეცვლას. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოა იმის მომსწრე, თუ როგორ აქტიურად უწყობდა ხელს დასავლური ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში შევარდნაძის დემოკრატიული, მაგრამ კორუმპირებული და დასუსტებული რეჟიმის დამხობას და შემდეგ როგორ უწოდებდა „დემოკრატიის შუქურას“ მათ მხარდაჭერილ სააკაშვილის ანტიდემოკრატიულ, ფაშისტურ და ელიტარული კორუფციით გაჟღენთილ რეჟიმს. მათთვის არათუ მისაღები, არამედ სამაგალითო და მისაბაძიც კი იყო ამ რეჟიმის მიერ ცხოვრების წესად ქცეული მასობრივი თვალთვალი, მიყურადება პირადი ცხოვრებით მანიპულირება, გაკულაკება, რეკეტი, ექსპროპრიაცია, პატიმრების წამება და ა. შ.
ყველა ხედავს, რომ დღეს ვინც პრო-დასავლურობას იჩემებს, ისინი დასავლური ფაშიზმისა და დასავლური ბოლშევიზმის მიმდევრები, ამღორძინებლები და თაყვანისმცემლები არიან. სახელად პრო-დასავლელები, საქმით დასავლელი ფაშისტ-ბოლშევიკები. ნორჩი ლენინელებით და ჰიტლერ-იუნგენებით, პავლიკ მოროზოვებით და "თავისუფალი" კომკავშირელი ახალგაზრდა აქტივისტებით სავსეა დღევანდელი ქართული „პატრიოტული“ მოძრაობა, რომლებიც მზად არიან „მოკლან დედა და დაახრჩონ მამა, თუკი ევროპა უბრძანებს ამას“. ერთი სიტყვით, ბოლშევიზმისა და ფაშიზმისათვის ყველა დამახასიათებელმა სიმპტომმა მოიყარა თავი ნეო-ლიბერალიზმში, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს, დასავლური ფაშიზმ-ბოლშევიზმის მიქსი.

დღეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ გალაშქრების სიმბოლოდ იქცა დონალდ ტრამპი, რომლის არჩევა აშშ-ს პრეზიდენტად სწორედ იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხსაც აღარ სურს ნეოლიბერალური ფაშიზმის მარწუხების ქვეშ ცხოვრება. ეს ყველაფერი კი იძლევა იმის იმედს, რომ ლიბერალური ფაშიზმის დაისი მოახლოებულია. ახლა იმაზე ფიქრი და მსჯელობაა დროული, თუ რა მოლოდინები და პერსპექტივები გაჩნდება მსოფლიოში ლიბერალური დაისის შემდეგ“, - წერს კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი