ნინო წილოსანი: მასკი აზიარებს პოლის ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, რომ Usaid არის ამერიკის მთავრობის საკვანძო კომპონენტი და რომ სწორედ ამ ორგანიზაციის თანხები იხარჯება სხვა ქვეყანაში ჩრდილოვანი მთავრობების ფორმირებაზე NGO სექტორის სახით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
353 04 თებერვალი 2025, 11:51
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მრჩევლის, პოლიტიკოს რონ პოლის ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ილონ მასკი აზიარებს რონ პოლის, ყოფილი კონგრესმენის ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, რომ Usaid არის ამერიკის მთავრობის საკვანძო კომპონენტი, რითიც ის ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რომ სწორედ ამ ორგანიზაციის თანხები იხარჯება სხვა ქვეყანაში ჩრდილოვანი მთავრობების ფორმირებაზე NGO სექტორის სახით და ამასთანავე ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების შეცვლაზე ..

„უკრაინიდან დაწყებული საქართველოთი გაგრძელებული, Usaid ერევა უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საქმეებში“ - ეს არის ზუსტი ციტატა ვიდეოდან, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს და ამბობს, რომ ძალიან საინტერესო იყო ამის გაგება“, - წერს ნინო წილოსანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი