გივი მიქანაძე: ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე იმიტომ, რომ როგორც იქნა საქართველოს საზოგადოების წინაშე წარსდგა ეროვნული პრეზიდენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 04 თებერვალი 2025, 18:06

ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე იმიტომ, რომ როგორც იქნა საქართველოს საზოგადოების წინაშე წარსდგა ეროვნული პრეზიდენტი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, რითაც მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გააკეთა მნიშვნელოვანი აქცენტები.

„პრეზიდენტმა აქცენტები თავის გამოსვლაში გააკეთა სწორედ იმ ღირებულებებზე, იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომელიც აუცილებელი და კონტექსტურად უშუალოდ ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, მის წინსვლასთან და მის განვითარებასთან არის დაკავშირებული.
ჩვენ დღეს მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის მიზანმიმართულად წარმოებული გამოსვლა იმასთან დაკავშირებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ეროვნულ ღირებულებებზე აქცენტირება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობა და შემდგომი განვითარება. ასევე, აქცენტები გაკეთდა იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებით მზად არის აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ამ საკითხს განსაკუთრებული დრო და აქცენტები დაეთმო. ისევე, როგორც გამოითქვა წუხილი იმ ორმაგი სტანდარტების შემცველ განცხადებებზე თუ სხვადასხვა რეზოლუციებზე, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლ ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ხშირად და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებს საქართველოსთან მიმართებაში.

აქვე, განსაკუთრებული ფაქტორი, რაც მინდა გამოვყო და აღვნიშნო, რომ მე არ მახსენდება არც ერთი წინა პრეზიდენტის გამოსვლაში, რომ აქცენტი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმა დემოგრაფიულ საკითხებზე. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ეროვნულობას და მის ხედვას იმაზე თუ რაოდენ არსებითი არის საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის დემოგრაფიული საკითხი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ისეთი საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური ჩართვა და ახალგაზრდებთან მუშაობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი