ზელენსკის გამო, ცნობილი ექს-ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს სამარცხვინო განცხადება, რომ მისთვის მეგობარი კახა კალაძე აღარ არსებობს, არაა გასაკვირი - შევჩენკომ კარიერისთვის ნათლულის მამა, ანდრეი პაველკო დააპატიმრებინა, შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტი მის ნაცვლად თავად გახდა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
330 12 თებერვალი 2025, 17:38
ზელენსკის გამო ცნობილი ექს-ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს სამარცხვინო განცხადება, რომ მისთვის მეგობარი კახა კალაძე აღარ არსებობს, არაა გასაკვირი, შევჩენკომ კარიერისთვის ნათლულის, ანასტასიას მამა, ანდრეი პაველკო დააპატიმრებინა და ფეხბურთის ფედერაციიდან ჩააჩოჩა,  -  ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძის განცხადებით,  შევჩენკოს ანგარებამ და კარიერისტობამ სახე დაუკარგა, მედია არქივებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარში შევჩენკო აირჩიეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მისი წინამორბედი და ნათლულის მამა, ანდრეი პაველკო კი 2023 წელს დააპატიმრეს "თანხების მიტაცების" გამო. 

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილი, პაველკოს მოშორებას ზელენსკის გარემოცვის ინტერესებს უკავშირებდა, რათა მათი ერთგული მსახური, ანდრეი შევჩენკო ჩაესვათ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სარფიან ფინანსურ-კორუფციულ სქემებში, შესაბამისად, აბაშიძის თქმით, გასაკვირი აღარ არის ანგარებიანი შევჩენკოს ფასეულობებში, კალაძის ადგილი რომ აღარ არის.  

"ზელენსკის გამო ცნობილი ექს-ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს სამარცხვინო განცხადება, რომ მისთვის მეგობარი კახა კალაძე აღარ არსებობს, არაა გასაკვირი, შევჩენკომ კარიერისთვის ნათლულის, ანასტასიას მამა, ანდრეი პაველკო დააპატიმრებინა და ფეხბურთის ფედერაციიდან ჩააჩოჩა.

რამდენიმე წლის წინ უკრაინული მედია წერდა, ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავზე, ანდრეი შევჩენკოსა და მის მეგობარსა და კოლეგაზე ანდრეი პაველკოს მირონით ნათესაობაზე. თუმცა, გავიდა ხანი და სპორტში უდიდესი წარმატებების მქონე პოლიტიკოს შევჩენკოს ანგარებამ და კარიერისტობამ მას სახე დაუკარგა. მედია არქივებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარში შევჩენკო აირჩიეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მისი წინამორბედი და უახლოესი ანდრეი პაველკო კი 2023-ში დააპატიმრეს "თანხების მიტაცების" გამო. 

როგორც მაშინ უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, პაველკოს მოშორება ზელენსკის გარემოცვის ინტერესებში იყო, რათა მათი ერთგული მსახური, ანდრეი შევჩენკო ჩაესვა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სარფიან ფინანსურ-კორუფციულ სქემებში.

ასე რომ,  თუ ნათლულის მამა არ დაინდო ავაზაკი ზელენსკის ხროვის შემდგომი გამდიდრებისთვის, აწ უკვე ყოფილი მეგობარი კახა კალაძე არაფერს წარმოადგენს ანგარებიანი ანდრეი შევჩენკოს ფასეულობებში."-  წერს გია აბაშიძე. 

ცნობისთვის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, რომ არ ურთიერთობას კალაძესთან, მხარს ზელენსკის უჭერს და კალაძე მისთვის აღარ არსებობს, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შევჩენკო დღეს ჭირისუფალია, ვინაიდან, მისი ქვეყანა სისხლისგან იცლება. "შევჩენკო დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო." - აღნიშნა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი