სამომავლოდ აშშ-ის საელჩო საქართველოში სავარაუდოდ გააქტიურდება, მაგრამ მხოლოდ ახალი ფორმატით – შესაძლოა გადახალისებული კადრებით, უფრო ფრთხილად და გააზრებულად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 12 თებერვალი 2025, 17:49
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში აშშ-ს საელჩოს საქმიანობის გადახალისებას პროგნოზირებს. ამ ეტაპზე კი, ექსპერტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საელჩომ საქმიანობის ტემპი შეანელა. აქვე თავით ქართველიშვილი ხსნის იმას, თუ რითაა გამოწვეული საელჩოს სიჩუმე.  

„აშშ-ის საელჩოს აქტივობის შემცირება საქართველოში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ჩვენი მხრიდან დაუფარავი სარკაზმის გავლით ნელ-ნელა უახლოვდება რაღაცნაირ ანეკდოტურ მდგომარეობას. ეს კი არასერიოზულია. ამიტომ ვეცადოთ ეს „კრავთა დუმილი" მეტ-ნაკლებად ლოგიკური ახსნის ფილტრში გავატაროთ:

გარე პოლიტიკის კურსის ცვლილება - ტრამპის ახალი ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ცვლის აშშ-ის პოლიტიკას რეგიონში და უპირატესობას ანიჭებს უფრო პრაგმატულ მიდგომას. თუ ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერდა მხარს ლიბერალურ „ღირებულებებს", „დემოკრატიულ რეფორმებს" და მკაცრად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას დასავლური სტანდარტებისგან „გადახრის" გამო, ახალი კურსი შეიძლება გულისხმობდეს, პირველ რიგში, ამერიკული ჩარევის შემცირებას ქვეყნის შიდა საქმეებში;

დიპლომატიური კადრების გადახედვა - ხელისუფლების ცვლილების პირველ თვეებში ხშირად ხდება ელჩების და საელჩოების მთავარი თანამშრომლების ჩანაცვლება. შესაძლოა, აშშ-ის საელჩო საქართველოში ელოდება ახალ დანიშვნებს, რაც დროებით ამცირებს მის აქტივობას და საჯარო განცხადებებს;

ყურადღების გადატანა სხვა პრიორიტეტებზე - ტრამპი, როგორც ჩანს, ფოკუსირებულია საშინაო პოლიტიკასა და გლობალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე (ჩინეთი, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი). ამ კონტექსტში, საქართველო ბუნებრივად არ შეიძლება იყოს აშშ-ს მთავარი პრიორიტეტი, რის გამო საელჩოს არ ეძლევა "ცენტრიდან" მკაფიო მითითებები და დირექტივები;

იდეოლოგიური დიპლომატიიდან პრაგმატულ ურთიერთობებზე გადასვლა - ბაიდენის ადმინისტრაცია მკაცრ რიტორიკას იყენებდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ლგბტ უფლებების საკითხებზე, მაშინ როცა ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტად ორიენტირებულია შეთანხმებებსა და პრაგმატულ ურთიერთობებზე. ხოლო იდეოლოგიურ საკითხებში კარდინალურად განსხვავდება წინამორბედის მიდგომებთან. დიდი ალბათობით, ამ ეტაპზე აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადასულია კულუარულ ფორმატში, საელჩოს საქმიანობის გვერდის ავლით; 

რუსეთთან ურთიერთობები - ტრამპი და მისი გუნდი შესაძლოა განიხილავს საქართველოს საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში. ტრამპმა უკვე აღიარა უკრაინის ომის ფორმატი სწორედ რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთთან დაშვებული ფატალური შეცდომებისა თუ დანაშაულის ჭრილში. ტრამპის გეგმებში სამხრეთ კავკასიაში „ახალი უკრაინა" ნამდვილად არ შედის. თუ ახალი ადმინისტრაცია ცდილობს პრაგმატული დიალოგის დამყარებას მოსკოვთან, შესაძლოა მისთვის არ იყოს მომგებიანი ისეთი განცხადებები, რომლებიც კრემლს გააღიზიანებს.

სამომავლოდ აშშ-ის საელჩო საქართველოში სავარაუდოდ გააქტიურდება, მაგრამ მხოლოდ ახალი ფორმატით – შესაძლოა გადახალისებული კადრებით, უფრო ფრთხილად, გააზრებულად და კონცენტრირებული კონკრეტულ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ნაცვლად ლიბერალური დღის წესრიგის აქტიური მხარდაჭერისა და ქვეყანაში USAID-ის სალაროსა და ლიბერალური რეზიდენტურის ჩამოშორებული ფუნქციის პოზიციებიდან," -  წერს  დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი