ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას, სასამართლოში შევხვდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
371 13 თებერვალი 2025, 14:37

ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ და არასდროს აგონ ამისთვის პასუხი“- წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, რითაც ოპოზიციონერი აქტივისტის ლევან ღამბაშიძის ბრალდებას პასუხობს, რომ თითქოს წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან ფული მოიპარა.

როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა და სიცრუეზე ყველას სათანადოდ უნდა გაეცეს პასუხი.

„ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას სასამართლოში შევხვდებით
ეს ადამიანები, ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა მოგიგონონ და არასდროს აგონ ამისთვის პასუხი
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა და სიცრუეზე ყველას სათანადოდ უნდა გაეცეს პასუხი“, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი