გია აბაშიძე:„დიფ სთეითის" გამართლების კონტექსტში, საქართველოში გერმანიის ელჩი მანიპულატორობს, ევროკავშირმა მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი ახლა კი არ მიიღო, არამედ მაია სანდუს წინასაარჩევნო „დასაბუსტად“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 13 თებერვალი 2025, 22:30

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის იმ განცხადებას ეხმიანება, რომ „1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვისთვის 2025-2027 წლებში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად- ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი „გაანადგუროს”.

ანალიტიკოსის თქმით, „პეტერ ფიშერი მანიპულატორობს”. მისივე თქმით, 10 ოქტომბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა მოლდოველებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა გამოყო 1,8 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 300 მილიონი ევრო გრანტია და 1,5 მილიარდი სესხი, რომელიც მოლდოვამ უკან უნდა დააბრუნოს.

დიფ სთეითის" გამართლების კონტექსტში, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მანიპულატორობს, ევროკავშირმა მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი ახლა კი არ მიიღო, არამედ მაია სანდუს წინასაარჩევნო "დასაბუსტად" ჯერ კიდევ ოქტომბერში. 10 ოქტომბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა მოლდოველებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა გამოყო 1,8 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 300 მილიონი ევრო გრანტია და 1,5 მილიარდი სესხი, რომელიც მოლდოვამ უკან უნდა დააბრუნოს. ზუსტად არ ვიცი პოლიტიკური შულერობა თბილისში მის მდგმურს, პეტერ ფიშერს თაღლითმა მამუკა ხაზარაძემ ასწავლა თუ ასეთი ინსტრუქცია წარმავალი ანალენა ბერბოკის უწყების კურატორისგან მიიღო”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი