ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის დინამო არენაზე გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 18 თებერვალი 2025, 11:56
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის დინამო არენაზე გაიმართება.

„დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული. შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივრის ტრიბუნას.

როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც დინამო არენამ ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია.
ვიმედოვნებ, რომ პრობლემური სექტორების რეაბილიტაცია შემდგომი მატჩებისთვის დასრულდება და სრულად შევძლებთ სტადიონის ტევადობის ათვისებას“, - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებამ 90 მილიონ ევროს მიაღწია
ლუის ენრიკე: ერთადერთი თასი, რომელიც კლუბის მუზეუმს აკლდა, ახლა ჩვენია. შესანიშნავია როდესაც ხალხს ამდენს სიხარულს ანიჭებ
ხვიჩა კვარაცხელია - ვფიქრობდი, პატარა ბიჭზე, რომელსაც ეს ოცნება ჰქონდა, ერთად ჩამიარა ყველაფერმა, იმ პერიოდმა, რაც გავიარე ფეხბურთთან ერთად
ხვიჩა კვარაცხელია: ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ - მჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შესაძლებელი იყო
არქივი