საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ ეს იყო არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-ამერიკის ომი. ტრამპმა ამ ომს თავისი სახელი დაარქვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 18 თებერვალი 2025, 14:06
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი ღია პოლიტიკური თამაშები, რასაც დღეს ამერიკის პრეზიდენტი თავისი გუნდით აწარმოებს. იმდენად დაუფარავად საუბრობენ ყველაფერზე, რომ აღარ გვჭირდება კულუარებიდან ინფორმაციის გამოტანა ან გათვლების გაკეთება, რა მოხდება შემდეგში“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა ომს თავისი სახელი დაარქვა და გააჟღერა, რომ ეს ომი სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციამ წააქეზა. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოს ახალი პოლიტიკა მართვას და ამ ფაქტის მიღება ყველას მოუწევს.

“მთელი სამწლიანი დეზინფორმაციული  პროპაგანდა უკრაინის ომის შესახებ დასრულდა. დღეს უკვე ღიად გაცხადდა, რომ ამ ომის კონფლიქტური მხარეები არა რუსეთი და უკრაინა, არამედ, რუსეთი და ამერიკაა. უკრაინა იყო მსხვერპლი, პოლიგონი მათ შორის კონფლიქტის. როდესაც ჩვენ გასულ წლებში ამაზე მივუთითებდით, ბაიდენის ადმინისტრაცია და მათი ლიბერალური ევროპა არა მარტო უკრაინის, არამედ, მსოფლიოს მტრებად გვაცხადებდნენ. 

დღეს საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ ეს იყო არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-ამერიკის ომი. ტრამპმა ამ ომს თავისი სახელი დაარქვა და აღნიშნა, რომ ამ ომის პროვოცირება სწორედ ამერიკის პრეზიდენტისგან მოხდა, რომელმაც წააქეზა უკრაინა ნატოსკენ, რაც არარეალური იყო.
როგორც უკრაინა, ასევე, ევროპაც გაცხარებულია იმით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხედან. არადა, სწორედაც რომ სამართლიანად მიდის პროცესები და მოლაპარაკების მაგიდასთან რეალურად  კონფლიქტური მხარეები სხედან. 

მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი ღია პოლიტიკური თამაშები, რასაც დღეს ამერიკის პრეზიდენტი თავისი გუნდით აწარმოებს. იმდენად დაუფარავად საუბრობენ ყველაფერზე, რომ აღარ გვჭირდება კულუარებიდან ინფორმაციის გამოტანა ან გათვლების გაკეთება, რა მოხდება შემდეგში. შემდეგშიც მოხდება ის, რასაც არა მხოლოდ ტრამპის, არამედ, რუსეთ-ჩინეთის ამბიციური გეგმები გვთავაზობს. მსოფლიოს ახალი პოლიტიკა მართავს და უნდათ თუ არ უნდათ, ამის მიღება მოუწევთ”,- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი