ასეთ ვითარებაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შეძლებს კი მარტოდ დარჩენილი ევროპა დანგრეული ქვეყნის აშენებას და საკუთარი უსაფრთხოების დაცვას რუსეთთან უშუალო საზღვრით?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
443 19 თებერვალი 2025, 12:11
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის ცრუ დაპირება რომ იყო, ეს ღიად ითქვა. ახლა საინტერესოა გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ევროკავშირში.

„ამერიკის პოზიცია უკრაინის მიმართ ახალი ხელისუფლების პირობებში, მყისიერად შეიცვალა, რასაც ველოდით კიდეც. მაგრამ საინტერესოა, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის პოზიცია უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალ რეალობაში?“- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ ევროპას ისევ „ომის პოლიტიკის“ ავტორები მართავენ, რომლებიც არ იღებენ ცვლილებებს. 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპა დილემის წინაშე დგას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით მათ პირდაპირი საზღვარი ექნებათ რუსეთთან, ამერიკის გარეშე კი ევროპა საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ვერ შეძლებს.

“ის, რომ ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის ცრუ დაპირება იყო, ამაზე უკვე ღიად გავიგეთ. არადა, სწორედ ამ მიზნისთვის დაიწყო ომი უკრაინაში. ახლა დღის წესრიგში დგება მეორე საკითხი - ევროკავშირში გაწევრიანება. აღმოჩნდება თუ არა ესეც უკრაინელებისთვის აუხდენელი ოცნება? 

ყველას გვახსოვს ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვები უკრაინაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას -“ისინი კვდებიან ევროპისთვის!”. რისთვის კვდებიან  უკრაინელები, ეს ამ ხალხმა იცის, მაგრამ  დაუფასებს თუ არა ამას ევროპა, მალე გავიგებთ. ამერიკის პოზიცია უკრაინის მიმართ ახალი ხელისუფლების პირობებში, მყისიერად შეიცვალა, რასაც ველოდით კიდეც. მაგრამ საინტერესოა, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის პოზიცია უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალ რეალობაში? 

ევროპას ისევ “ომის პოლიტიკის” თანაავტორები მართავენ, რომლებიც არ იღებენ ცვლილებებს და სურთ საკუთარი ძალა აჩვენონ მსოფლიოს. სწორედ ამისთვის იკრიბებიან სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ევროპელი ლიდერები ზედიზედ ორი დღეა, თუმცა, მათგან მხოლოდ შანტაჟის ხმა ისმის. გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ ამერიკისგან  კოლოსალური თანხების გაღების შემთხვევაშიც კი უკრაინის ომის შედეგად, ევროპაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია. წარმოიდგინეთ, რა იქნება ამერიკის  ჩართულობის გარეშე? 

თუკი ევროპა არ მიიღებს მშვიდობის პოლიტიკას, ის დარჩება სრულიად მარტო. უკრაინის ევროკავშირში მიღებით მათ დაემატებათ განადგურებული ქვეყნის აღდგენა და შენახვა, რომლის ბუნებრივ რესურსებსაც ამერიკა ეპატრონება. გარდა ამისა, ევროკავშირი დგება უდიდესი დილემის წინაშე - უკრაინის გაწევრიანებით მათ ექნებათ უშუალო საზღვარი რუსეთთან. ამერიკისგან დამოუკიდებლად კი ევროპა  საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ვერ შეძლებს. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.“-წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი