ვატო შაქარიშვილი: მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია, მისი „ქამბექიც“ სპეცსამსახურების განყოფილების - „რადიო თავისუფლების” ეთერში მოხდა ვატო შაქარიშვილი ვატო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 22 თებერვალი 2025, 23:44

მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, "გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციისგან მიღებული დარტყმების შედეგად, აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ირაკლიალასანიას სახით, ახლა ხავსს ეჭიდება. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, "დიფ სთეითში" ვერ გაიგეს მთავარი - საქართველოში მათი მარცხის მიზეზი, არა მხოლოდ პერსონები, არამედ, საქართველოსთან მიმართებით მათი რეალური მიზნებია.

„მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია. მისი “ქამბექიც” შესაბამის პლატფორმაზე მოხდა, სპეცსამსახურების განყოფილების - „რადიო თავისუფლების” ეთერში.

ვრცელი ინტერვიუს დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ რესპონდენტი კონკრეტული დავალების შესასრულებლად გამოიძახეს და ისიც მალევე შეუდგა ტყუილების მოყოლას.

ისეთი აბსურდები ილაპარაკა საჰაერო სისტემებზე, სააკაშვილი რომ ამბობდა, ისეთი ბეტონის ორმოები ავაშენე თბილისის შემოგარენში 6 თვე გავუძლებთ რუსეთის შემოტევასო.

„გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული დარტყმებისგან აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ახლა ხავსს ეჭიდება, ხავსი კი ამ შემთხვევაში ალასანიაა.

ერთი და მთავარი ვერ გაიგეს იქ Deep State-ში, რომ საქართველოში მარცხის მიზეზი, მხოლოდ პერსონებში არ არის, არამედ ამის მთავარი მიზეზი მათი რეალური მიზნებია ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში.

აგენტურული ხელისუფლების დაბრუნებას ვერც ლომჯარია-გიგაურის ხელით შეძლებენ და ვერც ირაკლი ალასანიას ხელით.
განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ალასანიას CV ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროიდან, როდესაც ის ოპოზიციაში ჩანერგეს და ჩამშლელის როლი განუსაზღვრეს. ქართული ოცნების კოალიციაშიც იგივე ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ დროულად მოხდა მისი გამოაშკარავება, ხოლო ცალკე რასაც წარმოადგენს და როგორი მხარდაჭერაც აქვს იქვე გამოჩნდა 2016 წლის არჩევნებში, ბარიერს მიღმა რომ დარჩა.

მის პიროვნებაზე ასევე მკაფიოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერთა უმრავლესობა მას გაემიჯნა და დღეს ქვეყნის სამსახურში დგანან და არა Deep State-ის.

ასე რომ, ტყუილად ჰგონიათ ჩვენი ქვეყნის მტრებს, რომ სტაჟიან აგენტს დრო გაასუფთავებს და მის რეალურ სახეს ვერ ვიცნობთ!

P.S. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტაჟიანი აგენტის შემოცურების მცდელობა იქვე დასამარდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ურცხვად თქვა - ის საკუთარ ფინანსებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებსო…" - წერს ვატო შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი