ერეკლე დეისაძე გონჩარენკოს პოსტზე, სადაც „ცხინვალსა და სოხუმში გასეირნებაზე" წერს: ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მაინტერესებს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 23 თებერვალი 2025, 13:55

მწერალი და მომღერალი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს 2022 წლის პოსტს აზიარებს, სადაც ის „ცხინვალსა და სოხუმში გასეირნებაზე" წერს.

დეისაძე საზოგადოებას მიმართავს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობენ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეს ან მიხვდნენ რამეს თუ კიდე უსაშველო სჭირთ.

„ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მაინტერესებს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ? მიხვდით რამეს თუ კიდე უსაშველო გვჭირს.

მეორე საკითხია ომისგან ტრავმირებული მოსახლეობის შიშებს მთავრობა როგორ ანოყიერებს და თქვენ როგორ უწყობთ ამაში ხელს სხვა პრობლემების გადასაფარად, მაგრამ რამე ისწავლეთ? მაგალითად გუშინ ამ ჟელიბონმა დიქტატორი ეძახა თქვენს გმირს და შემდეგი ჩართვა როდის უწევს რუსთაველის დიდ ეკრანზე?

P.s. აქვე ყველას დედას შ@@@@ი ვინც სხვას მოუწოდებს ომში თავგანწირვისკენ და თვითონ ფრონტის ხაზზე არ იმყოფება. ვისაც სხვა ქართველების სისხლით უნდა პირადი კეთილდღეობა და თავისუფლება“, - წერს ერეკლე დეისაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი