დავით ჩიხელიძე: ბრიტანეთის თემთა პალატაში დაწყებული მსჯელობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას შეეხება, მარცხისთვის არის განწირული, რადგან ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს არ გაყიდის და საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 27 თებერვალი 2025, 14:53

ბრიყვის ჩვევაა, ერთი და იმავე ქმედება განახორციელოს იმ იმედით, რომ საბოლოო შედეგი განსხვავებული იქნება. ასეთია დიფ სთეითის მიდგომა, ისინი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას უიმედოდ ცდილობენ, რადგან რა სახის სანქციებიც არ უნდა დაწესდეს, შედეგი იგივე იქნება, ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს არ გაყიდის და საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება, - ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე მსჯელობას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ მსჯელობა არის პოლიტიკურად მოტივირებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

ჩიხელიძის განცხადებით, იდეის ავტორებმა კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდ ბრიტანეთში კაპიტალს არ ფლობს, შესაბამისად პრაქტიკული თვალსაზრისით ეს იქნება სანქცია სანქციისთვის, მორიგი აბსურდული თემა, რომელიც ოპოზიციისთვის ბურთის გადმოგდებას და საქართველოს ტურბულენტურ ზონაში ყოფნის გაგრძელებას ნიშნავს.

„ბრიყვის ჩვევაა, ერთი და იმავე ქმედება განახორციელოს იმ იმედით, რომ საბოლოო შედეგი განსხვავებული იქნება. ასეთია დიფ სთეითის მიდგომა, ისინი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას უიმედოდ ცდილობენ, რადგან რა სახის სანქციებიც არ უნდა დაწესდეს, შედეგი იგივე იქნება, ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს არ გაყიდის და საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება.
ბრიტანეთის თემთა პალატაში დაწყებული მსჯელობა რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას შეეხება, მარცხისთვის არის განწირული, რადგან მას არანაირი ეფექტი და ხელშესახები შედეგი არ ექნება. ივანიშვილის სანქცირების შესახებ მსჯელობა არის პოლიტიკურად მოტივირებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება! იდეის ავტორებმა კარგად იციან, რომ ივანიშვილი დიდ ბრიტანეთში კაპიტალს არ ფლობს, შესაბამისად პრაქტიკული თვალსაზრისით ეს იქნება სანქცია სანქციისთვის, მორიგი აბსურდული თემა, რომელიც ოპოზიციისთვის ბურთის გადმოგდებას და საქართველოს ტურბულენტურ ზონაში ყოფნის გაგრძელებას ნიშნავს, რადგან სანქციების შემთხვევაში ოპოზიციას, „ყვირილისთვის“ კიდევ ერთი თემა მიეცემა,“- წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი