გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 01 მარტი 2025, 12:26
გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ ომს ასე მარტივად არ შეელევიან, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნული პოსტით გუშინ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას ეხმიანება.

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე. პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სისხლისმღვრელი ომი დაუშვეს და უკრაინა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გაწირეს.

გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები - ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული „სელფებით“ იწონებდნენ თავს.

გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ ომს ასე მარტივად არ შეელევიან.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით - აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოპონენტები, მთელი ამ წლების მანძილზე, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობდნენ.

ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება. რაც უფრო ადრე დასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო ადრე დაისადგურებს მშვიდობა, მთლიანად, რეგიონში.
პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ ამ რთულ ბრძოლაში“, - წერს ირაკლი კობახიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
ნიკა ობოლაძე: არსებობს ორი ბოლომდე - ერთი, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ და ივანიშვილს მოვაშორებთ, მე ეს მეჩვენება თითქმის შეუძლებლად და არსებობს მეორე ბოლომდე, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ის ბოლომდე გავა და გაგვანადგურებს ჩვენ ყველას - ივანიშვილი უფრო ახლოს არის მიზანთან, ვიდრე ჩვენ
ნიკა ობოლაძე - თუ ვამბოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაშინ გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რეალობის აღქმა გვიჭირს და რეალობაა ის, რომ საქართველოს ჰყავს ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება
სიცრუეზე და უსამართლობაზე აგებულ ამ განცხადებაში, Transparency International Georgia საკუთარ თავს ეწინააღმდეგება
არქივი