ინფორმაციის სარწმუნოობის გადამოწმება სჯობს იყოს სავალდებულო, რადგან ყველას შეუძლია განაცხადოს, რომ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია და მერე, დეზინფორმაციის აღკვეთა გახდება შეუძლებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 04 მარტი 2025, 17:42
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონზე მსჯელობისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, არჩილ გორდულაძეს მიმართა სიტყვით.

ეკა სეფაშვილის თქმით, ინფორმაციის სარწმუნოობის გადამოწმება სჯობს იყოს სავალდებულო, რადგან ყველას შეუძლია განაცხადოს, რომ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია და მერე, დეზინფორმაციის აღკვეთა გახდება შეუძლებელი.

„ახსენეთ ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც სწორედ ამ კანონპროექტის განხილვის დროს დაფიქსირდა. კერძოდ, ერთ-ერთი ოპოზიციური არხი ტრანსლირებდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები სახელისუფლებო პარტიის მიერ არ იყო დაგმობილი და ეს ტყუილი იმწამსვე გამომჟღავნდა. ასეთი შემთხვევის დროს, რა რეაგირების მექანიზმები იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობაში - საჭიროა, რომ ვიღაცამ მაინცდამაინც იჩივლოს, თუ როდესაც დაფიქსირდება ასეთი აშკარა ტყუილის ფაქტი, მარეგულირებელ კომისიას ექნება რაიმე ბერკეტი, რომ დარღვევების დროს პირდაპირ დააჯარიმოს ან რაიმე სანქცია დაუწესოს მოცემულ მაუწყებლობას? კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ახალი ამბების ტრანსლირების დროს მაუწყებელს შეუძლია ციტირება გააკეთოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. თუ არის გათვალისწინებული კანონმდებლობაში, არის თუ არა ვალდებული მაუწყებელი ამ ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა გადაამოწმოს? იმიტომ, რომ ასე ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ ანონიმურმა წყარომ უთხრა და თუ გადამოწმების ვალდებულება არ ექნება და მისი პასუხისმგებლობა არ იქნება ასეთი ხერხით მოპოვებული ინფორმაციის სანდოობის შემოწმება, მაშინ გამოდის, რომ იგივე პრაქტიკა გაგრძელდება - იტყვიან, ანონიმურმა წყარომ გვითხრაო და მორჩა. 

ასევე, ცილისწამებასთან დაკავშირებით, როგორც ვნახეთ, კანონში გათვალისწინებულია ადეკვატური პასუხის საშუალება, მაგრამ გარდა ამისა, თუ ეს ცილისწამება დადასტურებულია, რაიმე სხვა ტიპის სანქცია ხომ არ არის გათვალისწინებული, იმიტომ, რომ ყველას კარგად მოეხსენება, ვინც პიარის სპეციალისტია, რომ პირველად გაჟღერებულ ინფორმაციას გაცილებით მეტი ძალა აქვს, ვიდრე მის უარყოფას. ამ მიმართულებითაც რაიმე ტიპის პრევენციული, ან სხვა რაიმე ტიპის საკანონმდებლო მუხლი ან რეგულირება თუ არის დაგეგმილი, რომ ასეთი შემთხვევების პრევენციას ჰქონდეს ადგილი? იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი ხომ არ არის, რომ მაინც და მაინც ვიღაცა დავსაჯოთ ამ კანონით. მიზანია, რომ ასეთი შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ - ცილისწამების, ღირსების შელახვის, პირადი შეურაცხყოფის და ა.შ. ყველაფერი ეს რომ იყოს დაცული, ასეთი ტიპის რა რეგულაციები დევს მოცემულ კანონმდებლობაში?

როდესაც ანონიმურ წყაროს მიუთითებს მაუწყებელი, რამდენად არის კანონით განსაზღვრული, რომ მაუწყებელი ვალდებულია ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე აგოს პასუხი, რამდენად შედის მის ვალდებულებაში ინფორმაციის სისწორის გადამოწმება? თუ არ შედის, ხომ არ დავამატოთ, იმიტომ, რომ ასე ყველას შეუძლია განაცხადოს, რომ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია და მერე, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის აღკვეთა გახდება შეუძლებელი. მეორე საკითხია ცილისწამებასთან დაკავშირებით - გასაგებია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, თვითრეგულაციით, ახალი კანონმდებლობით, პასუხის უფლება ენიჭება პირს, მაგრამ კიდევ დამატებითი რაიმე პრევენციული ღონისძიების გაწერა ხომ არ იქნება საჭირო იმისათვის, რომ პრევენციული ხასიათი ჰქონდეს?  შეიძლება ვინმემ ვინმეს რაიმე დააბრალოს და მიეცეს მერე პასუხის საშუალება, მაგრამ ადამიანის რეპუტაცია და ღირსება დარჩეს შელახული. თუ არ არის რაიმე გათვალისწინებული, ამ მიმართულებითაც ხომ არ ვიფიქროთ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ასეთი შემთხვევების რიცხვი“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი