მარკო რუბიო: უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოუწევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
251 11 მარტი 2025, 15:04
The New York Times-ის ცნობით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოუწევს.

რუბიომ ეს განცხადება საუდის არაბეთში უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებებზე გამგზავრებამდე გააკეთა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მთავარია საუდის არაბეთში დისკუსიისას ვაშინგტონი დარწმუნდეს, რომ ომის დასასრულებლად მოსკოვსაც და კიევსაც შეუძლიათ მძიმე გადაწყვეტილებები მიიღონ და დათმობებზე წავიდნენ.

საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა უკვე მიმდინარეობს. რუბიოს თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული, აღუდგენს თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მასუდ პეზეშკიანი: აშშ-ის და ისრაელის ნებისმიერი მცდელობა ირანს კაპიტულაცია აიძულოს, წარუმატებლობისთვისაა განწირული
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, ახლა მორიგ სერიას უყურებს და ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე
Financial Times: BBC რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში 2 ათასი ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს
არქივი