სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 12 მარტი 2025, 18:50
„ცალსახაა, რომ კრემლს, რომელიც კონფლიქტის მთავარი აქტორია არ აწყობს არცერთი ის პუნქტი შეთანხმებისა, რომელიც საუდის არაბეთში იქნა მიღწეული,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტის თქმითვე, კრემლი საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებას ერთითვით მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა სრული იგნორით უპასუხებს.  

„უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციას ვერ მივაწვდი საზოგადოებას. ცალსახაა, რომ კრემლს, რომელიც კონფლიქტის მთავარი აქტორია არ აწყობს არცერთი ის პუნქტი შეთანხმებისა, რომელიც საუდის არაბეთში იქნა მიღწეული. ეს მისთვის სასაცილო და მიუღებელია. კრემლი, რა თქმა უნდა, სრული იგნორით უპასუხებს. თავად ტრამპი უნდა ათვიცნობიერებდეს, რომ კრემლი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების ერთთვიან კონსერვაციას, რომლის პერიოდში გაგრძელდება უკრაინის შეიარაღებით და სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვის პროცესი, მოხდება გადაჯგუფებები ფრონტის პერიმეტრებზე და მოემზადება ახალი შეტევებისთვის ან მოგერიებისთვის. 

სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან ძალიან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც უკრაინაში ომის შეწყვეტა არ აწყობს. მათ სურთ ამ ომის უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელება,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე: პაველ ჰერჩინსკი სპეციალური დავალებით არის მოვლენილი საქართველოში - წარმოადგენს ოპოზიციურ მხარეს და მოქმედებს როგორც მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათი დანაშაულების „გამპრავებელი“
დავით ქართველიშვილი ბლეიზ მეტრეველზე: ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას
ნიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის ელჩს: ძვირფასო პაველ, ხშირად სტუმრობთ ადგილობრივ კაფეებს, ისევე როგორც მე და სინამდვილეში ხაჭაპურს გჩუქნიან კი არა, გამარჯობასაც ზრდილობისთვის გეუბნებიან, ხოლო, ზურგს უკან რასაც ფიქრობენ იმას ვერ გეტყვი
ზაალ ანჯაფარიძე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვია სასჯელზე: თავად განსაჯეთ, რას ემსახურებოდა „შიგევროპული" ოპოზიციის ლიდერების კომისიაზე არგამოცხადება - ეს პოლიტიკური ცირკიც ჩაუვარდათ
ბაჩო ოდიშარია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე: „დიფ სთეითის“ წნეხი და გავლენები ეიზენჰაუერმა საკუთარ თავზე გამოცადა და ღიად გააფრთხილა მსოფლიო მისგან თავი დაეცვათ
არქივი