გია აბაშიძე: შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში „დიფ სთეითის" ერთ-ერთი აქტორი ჰკარნახობდა, რომ "მეორე ფრონტი" გაგვეხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 13 მარტი 2025, 10:45

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომ დონალდ ტრამპის მიერ დახურული ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა პრემიერთან საუბარში შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გაჰყოლოდნენ გზავნილებს. საუბარი იყო ომში ჩართვაზე.

ანალიტიკოსის შეფასებით, დონალდ ტრამპის გამარჯვება და „დიფ სთეითის" საცეცების მოკვეთის პროცესი საქართველოს დაეხმარა გარე მტრების მოგერიებაში, თუმცა ერთად მუშტად შეკრულ ქართველს ერს მაინც ვერაფერს დააკლებდნენ და დააკლებენ უზნეო ნეოკოლონიალისტები.

მისივე თქმით, ყველა ეს ანტიქართული მცდელობა მათთვის მორიგი მწარე ფიასკო იქნება. აუცილებლად გასამართლდება ფაშისტური ნაცოპოზიცია და „ქართული ოცნება" კვლავაც ტრიუმფალურ შედეგებს მიიღებს ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში.

„შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში "დიფ სთეითის" ერთ-ერთი აქტორი კარნახობდა, რომ "მეორე ფრონტი" გაგვეხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ლეგიტიმური და "გლობალური ომის პარტიისთვის" დასაკნინებელი ხელისუფლება ყრუ კედელს შეეჯახებოდა (hitting a brick wall).
ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება და "დიფ სთეითის" საცეცების მოკვეთის პროცესი საქართველოს დაეხმარა გარე მტრების მოგერიებაში, თუმცა ერთად მუშტად შეკრულ ქართველს ერს მაინც ვერაფერს დაკლებდნენ და დააკლებენ უზნეო ნეოკოლონიალისტები.

რასაკვირველია, რისკები და საფრთხეები არ განელებულა, რადგან უსამშობლო "ნაცები" ჯერ კიდევ რაღაც დოზით მტრობენ საქართველოს მათი ევროპაში გამაგრებული აგენტოკრატიის რესურსებით, თავს გვესხმიან გეოპოლიტიკურად უხერხემლო ბალტიელები და სკანდინავიელები. თუმცა, ყველა ეს ანტიქართული მცდელობა მათთვის მორიგი მწარე ფიასკო იქნება. აუცილებლად გასამართლდება ფაშისტური ნაცოპოზიცია და "ქართული ოცნება" კვლავაც ტრიუმფალურ შედეგებს მიიღებს ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში.“-წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი