პუტინმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის ბრძანება გასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 18 მარტი 2025, 22:13
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა.

როგორც კრემლში აღნიშნეს, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე 30 დღით უარის თქმის შესახებ.

„სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება კონფლიქტის მხარეების მიერ 30 დღით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებზე უარის თქმის შესახებ. ვლადიმირ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსეთის სამხედროების მიმართ შესაბამისი ბრძანება“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

მანამდე ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე, ზოგიერთ ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება
მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს
კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!
არქივი