დავით ჩიხელიძე: ქვეყნის მტრებისთვის სახელმწიფოს ოდნავი წარმატება მიუღებელია. თელარა გელანტიასთვის, რომელიც ტვ პირველის შვილობილ BMG-ში მუშაობს ომი, მშვიდობაზე კარგია, ქვეყნის წინსვლა კი კატასტროფად ფასდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 26 მარტი 2025, 21:48

ქალბატონი თელარა, რომლის ინტელექტი ფსკერს ქვემოთ არის, აბსურდულ დარიგებებს იძლევა. სიახლეს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რამდენიმე ათეულ ქვეყანას ფულად დახმარებას გამოუყოფს (თითოეულ ქვეყანას 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში), ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. თუნდაც ასე არ იყოს, რა არის ცუდი იმაში თუ სახელმწიფო ვინმეს დახმარებას გაუწევს?“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, „ბიემჯი“-ის ჟურნალისტის თელარა გელანტიას გამოხმაურებაზე.

ექსპერტის თქმით, ამ სიახლეში ნორმალური ადამიანისთვის ცუდი არაფერია, „მაგრამ უსამშობლო, ქვეყნის მტრებისთვის სახელმწიფოს ოდნავი წარმატებაც და საერთაშორისო იმიჯი გაუმჯობესება მიუღებელი და საშიშია“.

„ქალბატონი თელარა, რომლის ინტელექტი ფსკერს ქვემოთ არის, აბსურდულ დარიგებებს იძლევა. ეს იცით რომელი არის? რამდენიმე თვის უკან პრემიერ მინისტრმა ლოგიკის და ზრდილობის მასტერკლასი რომ ჩაუტარა, მაგრამ როგორც ჩანს ქალბატონ თელარას ინტელექტი ადეკვატური დასკვნების გაკეთების საშუალებას არ აძლევს და კატასტროფული მარცხის მიუხედავად, მიიჩნევს რომ რაიმეს წარმოადგენს! რეალობა ასეთია თელარა ის ძაღლია (რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით) რომელიც განვითარებისკენ მიმავალ ქარავანს უყეფს....

რაც შეეხება სიახლეს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რამდენიმე ათეულ ქვეყანას ფულად დახმარებას გამოუყოფს (თითოეულ ქვეყანას 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში) აღნიშნული თანხა, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, თუნდაც ასე არ იყოს, რა არის ცუდი იმაში თუ სახელმწიფო ვინმეს დახმარებას გაუწევს? ნორმალური ადამიანისთვის არაფერი! მაგრამ უსამშობლო, ქვეყნის მტრებისთვის სახელმწიფოს ოდნავი წარმატებაც და საერთაშორისო იმიჯი გაუმჯობესება მიუღებელი და საშიშია. თელარა რომელიც დღეს ტვ პირველის შვილობილ ბმჯიში მუშაობს კოლექტიურ უსამშობლოებს წარმოადგენს, რომლისთვისაც ომი, მშვიდობაზე კარგია, ქვეყნის წინსვლა კი კატასტროფად ფასდება!“- წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი