ნანა კაკაბაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე: დაიდო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება - ომის დროს არავის აინტერესებდა ქართველი ხალხის ბედი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ომი დაიწყო იმის გამო, რომ ვინმეს ტერიტორიული მთლიანობა აინტერესებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
451 28 მარტი 2025, 18:14

უფლებადამცველმა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა და აღნიშნა, რომ უკვე ფაქტებად ხდება იმის გამოვლინება, რაც საზოგადოებამ ისედაც იცოდა.

„ჩემთვის, დღევანდელი სხდომის ყველაზე საინტერესო მომენტი იყო ყურაშვილის ჩვენების ის ეპიზოდი, როდესაც მას კითხვებს უსვამდნენ გორში, სააკაშვილის ვიზიტის დროს მათი შეხვედრის შესახებ. ყურაშვილი იყო გენერალი და მის ფუნქციებში შედიოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. კომისიის წევრებმა მას ჰკითხეს, მიაწოდა თუ არა ინფორმაცია პრეზიდენტს, რომ მოსახლეობა სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო, რომ ომი მიმდინარეობდა და ევაკუაცია საჭირო იყო. ამაზე ყურაშვილის პასუხი იყო - არა. მან განმარტა, რომ იქ იყო სხვა გარემოება, რომლის გამო პრეზიდენტს ეს კითხვა ვერ დავუსვიო. ომის დროს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლებოდა ყოფილიყო?! მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი არ აღელვებდა იმ სამხედრო პირს, გენერალს, რომელსაც უშალოდ ევალებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ამ პასუხის მოსმენა იყო კატასტროფული, მაგრამ უფრო კატასტროფულია ის, რომ თვითონ პრეზიდენტი არ დაინტერესდა მშვიდობიანი მოსახლეობით.

დაიდო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება - ომის დროს არავის აინტერესებდა ქართველი ხალხის, ამ ნაწილის ბედი. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ომი დაიწყო იმის გამო, რომ ვინმეს ტერიტორიული მთლიანობა აინტერესებდა. როდესაც შენ არ გაინტერესებს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ბედი და მდგომარეობა, მაშინ როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ შენ ამ ტერიტორიების ბედი გაინტერესებს.

ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი იყო საქართველოში დანიშნული გარედან არა იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ეზრუნათ, არამედ ეზრუნათ სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, თეორიულად ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ დღეს ეს კომისია დებს მტკიცებულებას, რომ ეს ასე იყო და ამას ალაპარაკებს იმ ადამიანებს, რომლებიც ომის პროცესში უშალოდ იყვნენ ჩართულები“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი