დავით ქართველიშვილი აშშ-ის ელჩისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის შესახებ: „დიფ სთეითის" მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
394 01 აპრილი 2025, 21:36
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე სან-ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

დავით ქართველიშვილის თქმით, „დიფ სთეითის" ზეგავლენიდან და მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის - გუშინდელ სიტუაციურ „მოწინააღმდეგეებს“.

„აშშ-საქართველოს ურთიერთობების „გადატვირთვისკენ" გადადგმული მორიგი სერიოზული, პრაქტიკული ხასიათის ნაბიჯი. ჩვენი მხრიდან კი ამის აღნიშვნა მორიგი ჟესტია იმისა, რომ აქ არავინ და არავის მიმართ ჩასაფრებული და მიკერძოებული არაა. „დიფ სთეითის" ზეგავლენიდან და მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის - გუშინდელ სიტუაციურ „მოწინააღმდეგეებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი